„თბილისი ცენტრალის“ განხორციელებისთვის 5.5 მილიონი აშშ დოლარი გამოიყოპროექტ „თბილისი ცენტრალის“ განხორციელებისთვის 5.5 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო.
კომპანია „GRDC“-ს თანხა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ჩაურიცხეს.
პროექტის ჯამური ღირებულება 30 მლნ დოლარს შეადგენს, ხოლო ორი საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის მიერ 17 მლნ დოლარი გამოიყოფა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელმა მაიკლ დეივიმ განაცხადა, ბანკი მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისკენ.
„GRDC“-ის პრეზიდენტის მამუკა ხაზარაძის თქმით, მიუხედავად მსოფლიოსა და საქართველოში არსებული რთული ეკონომიკური ვითარებისა, კომპანია აგრძელებს ინვესტიციების მოზიდვას და საქართველოს მასშტაბით 18 პროექტს ახორციელებს.
„თბილისი ცენტრალი“ ცენტრალური რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე შენდება და თანამედროვე სავაჭრო ცენტრი იქნება. სარეკონსტრუქციო სამუშაოების პერიოდში რკინიგზის სადგური შეუფერხებლად იმუშავებს, დაცული იქნება მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხოება.
წყარო:
http://www.ipn.ge/ge/index.php?news=7143