რამდენიმე დღის წინ მოვაწყეთ პატარა ექსპედიცია თბილისის სალოკომოტივო დეპოს ტერიტორიაზე მეტროს გეითის საძებნად. ეს არის ადგილი სადაც მეტროს ლიანდაგი უერთდება რკინიგზას და საიდანაც ახალ ვაგონებ რკინიგზიდან იღებს მეტრო. მართალია ზუტად არ ვიცოდი ეს ადგილი სად იყო, მაგრამ დაახლოებითი ვერსია მქონდა (რომელიც ზუსტად გამართლდა).
მოკლედ, თავიდან მივედით სავაგონო დეპოს ტერიტორიაზე. ეს არის გადასასვლელ ხიდის ქვეშ წერეთლის მხარეს, ხიდიდან აღმოსავლეთით. იქ დაცვის უფროსთან მივედით და ვთხოვეთ დეპოს ტერიტორიაზე შესვლაზე (თუმცა უკვე იქ ვიყავით) და გადაღების ნებართვის აღება, მაგრამ არ მოგვცა და გაგვაგზავნა რკინიგზის ცენტრალურ სადგურში რაღაცის მითოლოგიურ ხელმძღვანელობისგან ნებართვის ასაღებად.
საინტერესო ამ დეპოში ისეთი არაფერი იყო თუ არ ჩავთვლით ვიწროლიანდაგიან (750მმ) Гр სერიის ორთქლმავალს. ასეთი ორთქლმავლები გორის შპალსაჟღენთ ქარხანაში იყო და სავარაუდოდ იქიდან არის მოტანილი. რადგან მაგის რელსები თბილისში არაა, ორქლმავალი უბრალოდ მიწაზე დევს, გადასვლელი ხიდიდანაც მოჩანს. კარგი იქნება თუ ჯართში არ ჩააბარებენ და თბილისის საბავშვო რკინიგზის ჩიხში მაინც დააყენებენ როგორც სამუზეუმო ექსპონატს.
ნებართვას რაც შეეხება, ცოტა ვიფიქრეთ მაგრამ ბიუროკრატიასთან ჭიდილზე მეტად მეტროს გეითის პოვნა გვინდოდა, ასე რომ გადავედით მეორე, არც თუ მთლად კანონიერ გეგმაზე - დაკეტილ ტერიტორიაზე არასანქცირებული შეღწევა
თანაც იყო მეორე მიზეზი, ხიდიდან სალოკომოტივო დეპოში ჩამოწერილ ЧМЭ3-ებს შორის თვალი მოვკარი პროჟექტორის კონტურს, რომელიც ძალიან საეჭვოდ წააგავდა დღეს ერთ-ერთი უიშვიათესი ლოკომოტივის კონტურს, რომლის პოვნა საქართველოში ვერ წარმომედგინა და რომელიც იმსახურებს ადგილს სარკინიგზო მუზეუმში და არა დეპოში ჯართის გროვაში...
გადავედით ხიდის მეორე მხარეს და სალოკომოტივო დეპოში შევედით ცენტრალური შესასვლელიდან, იქ ვიღაც კაცი იყო მაგრამ ყურადღება არ მოუქცევია, გავდივართ იმ მხარეს სადაც ჩამოწერილი ტექნიკა დგას და მივძვრებით ჯართის გროვებს და ბეტონზე ველურად ამოზრდილ მცენარეულობაში, აქ უკვე ერთი მხრიდან ტექნიკა გვეფარება და მეორე მხრიდან ხეები, ასე რომ ნაკლებად საშიშია რომ ვინმე დაგვინახავს და დაცვის ოთახში დაკითხვაზე აღმოვჩნდებით. მივიწევთ წინ, ორიენტირად პროჟექტორის კონტურია და აი, ჩვენს წინ ამომიმართა მომწვანო-მოლურჯო ჟანგიანო მონსტრი - ТЭ-3! ალბათ ერთადერთი საქართველოში, ყოველ შემთხვევაში პოსტ-საბჭოთა სივრცეში სარკინიგზო თემატიკის საიტებზე არსად მინახავს საქართველოში ამ ლოკომოტივის არსებობის შესახებ ინფორმაცია! და რუსეთსა და უკრაინაშიც კი, სადაც ასეთი ლოკომოტივები ყველაზე ბევრი იყო, დღეს ისინი ნებისმიერი სარკინიგზო მუზეუმისათვის სასურველ რარიტეტებს წარმოადგენენ.

ლოკომოტივში შევედით, დავათვალიერეთ, გავლით რა თქმა უნდა ვეღარ გაივლის მაგრამ პრინციპში სამუზეუმოდ გამოდგება, გარედან გადაღებვა სღირდება და რამდენიმე, რომ იტყვიან კოსმეტიკური სამუშაო, მცირე დაკარგული დეტალების აღდგენა, როგორიცაა კარების სახელური და ა.შ. მუზეუმებში ბევრია ასეთი ექსპონატი, რომელსაც შეიძლება შიდა აგრეგატები სულ დახსნილი ჰქონდეს, მაგრამ გარეგნულად ნორმალურად გამოიყურება.
ამის შემდეგ გავაგრძელეთ გზა და იმავე ლიანდაგზე, რამდენიმე ЧМЭ3-ის შემდეგ კდევ ახალი სიურპრიზი - უნგრული Д1! მხოლოდ სათავე სექცია, მაგრამ ესეც კარგია (მეორე სექცია შემდეგ დეპოს მეორე ბოლოში ვიპოვეთ, შუა ორი სექცია კი ეტყობა უკვე ჯართად დაჭრეს.

შემდეგ კი ვნახეთ რამდენიმე ВЛ8, რომლებიც მაგისტრალებზე უკვე არარ გვხვდება, მაგრამ ასეთები საკმაოდ აქტიურად გამოიყენება უკრაინაში და შესაზლოა ნაწილი სარემონტოდ იყო ჩამოყვანილი თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანაში.

ესეც უკვე მალე იშვიათობა გახდება: ЭР2 ძველი სტილის კაბინით

სხვათა შორის მოძრაობს, რაღაც მანევრებს ასრულებდა.
მოკლედ, საკმაოდ ბევრი ვიხეტიალეთ დეპოს ტერიტორიაზე, უცნაურია, რომ მუშებმა ყურადღება თითქმის არ მოგვაქციეს. მხოლოდ ერთგან დეპოში კიდევ ერთი ტერიტორია იყო ბეტონის ღობით გამოყოფილი და იქაც რამდენიმე ძველი ვაგონი იდგა, რომ დავათვალიერეთ და მოვდიოდით შევნიშნეთ ვიღაც მოხუცი კაცი ძაღლით მოდიოდა ჩვენსკენ, მაგრამ საკმაოდ შორს იყო, ყურადღება არ მივაქციეთ, გადავძვერით ჭიშკარზე (სხვა გზა გასასვლელი არ იყო) და დავტოვეთ ის ადგილი, თანაც უკვე კარგად გვქონდა დათვალიერებული.
შემდეგ დადგა საბოლოო მიზნის ჯერიც - მეტროს გეითი. ჩემი გათვლებით ის უნდა ყოფილიყო სალოკომოტივო დეპოს უკიდურესი ჩრდილოეთით, მეტროს ნაძალადევი-ელექტროდეპოს გადასარბენზე გვირაბის პორტალიდან ოდნავ აღმოსავლეთით, გავყევით რკინიგზას, მივყვებით ლიანდაგის უკიდურებ ჩრდილოეთით განშტოებას და აი, ერთი ხაზი არ შედის დეპოში, არამედ მარჯვნივ უხვევს და გადის ასფალტირებულ გზაზე, მიწაში ჩამჯდარი რელსებით, როგორ ტრამვაის ხაზია. დეპოს პოსტ-აპოკალიფსურ პეიზაჟთან შედარებით ეს ტერიტორია უკვე გლამურული ოაზისია, აკურატული გაზონი, ახლად შეღებილი ჭიშკარი წარწერით ,,დეპო", შენობა, რომელსაც აშკარად ადმინისტრაციული დანიშნულება აქვს და დაცვის ბიჭი, რომელსაც წინ ისე უდრტვინველად ცავუარეთ, არც კი იფიქრა რომ ჩვენ შეიძლება უცხო პირები ვყოფილიყავით და არაფერი უკითხავს ისე შევედით ჭიშკარში. ლინდაგმა კი დეპოს ბეტონის ღობეს გვერდი აუქცია და დაკეტილი კარების მიღმა გაგრძელდა. კარების მიღმა დაახლოებით 30 მეტრში იწყებოდა ლიანდაგის მეტროს საკონტაქტო რელსი!
გეითი შედიოდა დაკეტილ ჭიშკარში, რომელთანაც დაცვა იდგა და გადაძრომის შემთხვევაში არასასიამოვნო შეკითხვებზე პასუხები უკვე აღარ აგვცდებოდა, ასე რომ გავაგრძელეთ გზა სალოკომოტივო დეპოს ეზოში და მივადექით პატრიოტულ თემაზე შექმნილ რაღაც ბარელიეფს, რომლის უკანაც ამ სუფთა ეზოს მთელი სიბინძურე იყო თავმოყრილი. აქედან არ ვჩანდით დაცვისთვის და გაავძვერით ბეტონის ღობეზე, რომელიც მეტროს დაპოსგან გვყოფდა. გადავხტით ღობეზე და გვესმის ქალის ხმა მეორე მხრიდან: ორნი იყვნენ, ერთი მეტროში გადახტა, მეორე კი სადღაც აქვეა! ეტყობა მხოლოდ ერთის გადაძრომა დაინახა და შემდეგ გვესმის ფეხების ტყაპუნი, გვეძებენ! გავიქეცით მეტროს ლიანდაგისკენ, გადავახტით შიშველ საკონტაქტო რელსს რომელშიც ფაზა გადის, მივყვებით გეითს, გეითის ჩრდილო აღმოსავლეთით მიდის განშტოება მეტროს დეპოში, მაგრამ ამისთვის აღარ გვცალია, უკან ძახილი გვესმის, მაგრამ არ ვჩერდებით, არც გავრბივართ, რადგან ვიცით, რომ ღობეზე არ გადმოძვრებიან, უნდა შემოუარონ, და საკმაოდ შორს იქნებიან ჩვენგან, მაგრამ არც სურათების გადაღების დრო არარ არის, მობილურის მეხსიერებაც აივსო. მივუყვებით აჩქარებული ნაბიჯით გეითს და გამოვდივართ მეტროს გვირაბთან, ელექტროდეპოსთან გვირაბიდან რომ გამოდის მატარებელი იქ. ამ დროს გვირაბიდან გამოდის მატარებელი და მემანქანის სახეზე დაახლოებით ისეთივე გამომეტყველება აქვს, როგორც შეიძლება ორი წლის წინ გარდაცვლილი ბებიის დანახვისას ჰქონდეს კაცს.
გვესმის, რომ ჩვენს შესახებ როგორც მეტროს, ასევე სალოკომოტივო დეპოს დაცვა ალბათ უკვე ფეხზე დგას, წინ წასვლა და ლიანდაგიდან ელექტროდეპოს ბაქანზე აძრომაც არ ივარგებს, რადგან თუ ჯერ კიდევ მემანქანემ არ გადასცა სადგურზე ლიანდაგთან მდგარი ავანტიურისტების შესახებ, ბაქანზე ლიანდაგიდან ამოსული მგზავრი გარკვეულ ინტერესს მაინც გამოიწვევს სადგურის მომსახურე პერსონალში (და ისე, უბრალო მოკვდავებშიც). ასე რომ ვირებთ რადიკალურ გადაწყვეტილებას, ვძვრებით კედელზე რომელიც მეტროს ლიანდაგს მიუყვება მთელ სიგრძეზე და ორი მეტრის სიმაღლედან ვხტებით სადგურ ელექტროდეპოსთან ქუჩის ტროტუარზე (იმ დროს არც მიფიქრია შემეხედა გამვლელებისკენ, თუმცა ახლა მაინტერესებს რა აზრები გაუჩნდებოდათ ჩვენს დანახვაზე). შორიდან ვხედავთ დეპოს ტანამშრომლებს, რომლებიც ჩვენსკენ იშვერენ ხელებს, მაგრამ არ ვიმჩნევთ, შევდივართ მეტროში (უკვე მეტროში იმ მნიშვნელობით, როგორც ნორმალური ადამიანების უმრავლესობას ესმის ის, არა გეითში ან დეპოში

) , ავდივართ ბაქანზე, ველოდებით მატარებელს და არ ვიმჩნევთ გადასასვლელ ხიდზე მდგარი დაცვის ფორმაში ჩაცმული ადამიანის ძახილს, მატარებელი მოდის და ვჯდებით, კარები იკეტება და ტალახსა და მაზუთში ამოსვრილები ღიმილით ვაცილებთ ეულად მდგომ დაცვის თანამშრომელს...
ერთადერთი იდეა რაც თავში მიტრიალებს ამ მომენტში არის: თბილისში ჯერ კიდევ დგას ТЭ-3, იქნებ შევძლოთ მისი გადარჩენას ჯართად ქცევისგან...
This post has been edited by Flasher on 24 Sep 2009, 17:58
Real SAABs don't leak. They just mark their territory.