GEORGIA007მანდ რეალურად სამი ნაწილია:
1) ახალქალაქი-კარწახის ახალი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა;
2) ახალქალაქის ახალი სადგურის მშენებლობა;
3) არსებული მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაცია/შეკეთება.
საქართველოს ტერიტორიაზე ბაქო-თბილისი-ყარსის შემაერთებელი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობის პროექტის რეალიზაციას ახორციელებს, ამ მიზნით 2007 წელს შექმნილი კომპანია, „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“ (
http://www.mkrailway.ge/), რომელიც არ ექვემდებარება "საქართველოს რკინიგზას" და პირდაპირ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
თუმცა შემიძლია გითხრა, რომ ახალქალაქი-კარწახის ახალი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა დაწყებულია და მიმდინარეობს ამჟამადაც, ხოლო ახალქალაქის სადგური პროექტირების სტადიაშია, ასევე მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს პროექტირება და სავარაუდოდ გაზაფხულზე დაიწყება სამუშაოები.
სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2012 წელს.
This post has been edited by MusTanGi on 19 Oct 2009, 23:44