
დედაქალაქის განვითარების გენერალური გეგმა:
თბილისის რკინიგზის შემოვლითი პროექტის განხორციელება გამოთავისუფლებული ტერიტორიის მრავალმხრივ განვითარება
რკინიგზის პროექტის აღწერა
* 30 კმ ახალი ორადგილიანი მონაკვეთის მშენებლობა |
* 10 კმ რეაბილიტაცია
* მეორე ლიანდაგის მშენებლობა
* დამხმარე ინფრასტრუქტურის მოწყობა
პროექტი შესწავლილია: Booz&Co, Colliers CRE &Locun Consulting-ის მიერ
პროექტის მიზნები
* ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრა
* ქალაქის ცენტრალური ნაწილის განტვირთვა
* რკინიგზით ხელოვნურად გაყოფილი ქალაქის გაერთიანება
* ქალაქის სინქრონული განვითარება
* სამუშაო ადგილების შექმნა
რკინიგზის შემოვლითი პროექტი
* სარკინიგზო მაგისტრალი თბილისის ზღვის გავლით გავა ქალაქიდან
* შედეგად თავიდან ავიცილებთ:
1. ეკოლოგიურ პრობლემებს
2. ქალაქის ორ ნაწილად გაყოფას
რკინიგზის გამოთავისუფლებული ტერიტორია
* დიდუბის რკინიგზის სადგურიდან ნავთლუღის სადგურამდე 100 ჰექტარი ტერიტორიის გამოთავისუფლება
* ელია, ჩუღურეთი, კუკია პირდაპირ დაუკავშირდება ქალაქის ცენტრალურ ნაწილს
* გამოთავისუფლებული ტერიტორია თანამედროვე ცენტრის ფუნქციას შეიძენს
გამოთავისუფლებული ტერიტორიის განვითარების გეგმა
ინვესტიციების მოზიდვა 21‒ე საუკუნის ქალაქის მრავალფუნქციური საზოგადოებრივ - საქმიანი სივრცის: „ბიზნეს სითი“‒ს გაშენება
პროექტის ღირებულება
* შემოვლითი რკინიგზის მაგისტრალის მშენებლობის ჯამური ღირებულება 280 მლნ. ევროა, აქედან: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წილი 100 მლნ. ევრო ‒ მარტი
* ევროპის საინვესტიციო ბანკი 100 მლნ. ევრო ‒ აპრილი
* საქართველოს რკინიგზა ‒ 80 მლნ. ევრო
პროექტის განხორციელების ვადები
* რკინიგზის შემოვლითი პროექტის განხორციელება აპრილში დაიწყება და 3 წელიწადში დასრულდება გამოთავისუფლებული ტერიტორიის მრავალმხრივი განვითარება 5 -10 წელი
This post has been edited by kataxxl on 22 Mar 2010, 21:15