ვუყურე ეხლა ალეკოს გადაცემას (განმეორებით) და ძალიან მომეწონა, მშვენიერი სპეციალისტები ყავდა მოწვეული. მაგრამ საშინლად დავითრგუნე, გამომდინარე იმ ინფორმაციიდან, რაც მოვისმინე

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ვიმყოფებით რაღაც გვირაბში, რომლის ბოლოში სინათლე არ ჩანს...
ჩვენს ჩინოვნიკებს არანაირად არ უნდათ პროგრესი, არ აწყობთ იმ სისტემის დანერგვა, რაც საერთო ჯამში თბილისს გადაარჩენდა. უბრალოდ
არ უნდათ და არ აწყობთ, ხოლო ერთ-ერთი სპეციალისტი- ქალბატონის (მგონი, ზამბახიძეა გვარად) ნათქვამიდან კი ჩანს, რომ ყველაფერიც შესაძლებელია, არის ამის პრაქტიკა, არსებობს პრეცედენტები (არა ჩვენთან), ჩვენ ჩინოვნიკებს კი ნება არ აქვთ... არც კი ვიცი, რა დავამატო. არქეოლოგების სიტყვებმა კი საერთოდ გადამრია! (ბავშვობაში ვოცნებობდი ამ პროფესიაზე და ძალიან მიყვარს ეს დარგი). მე არ ვიცი, ამას აკეთებენ იმ ერის წარმომადგენლები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ კულტურული ერი გვერქვას???? სასოწარკვეთილებაში ვარ

ალეკომ ხშირად ახსენებდა "ტუალეტების თემას"

და ამაზე გამახსენდა - ტარტუში მოვხვდი მე-18 საუკუნის სახლში, სადაც სტუდენტები ცხოვრობდნენ. ამ სახლში იყო შენარჩუნებული მე- 18(!!!!!) საუკუნის ტუალეტი, ზუსტად ისეთი, როგორიც ადრე იყო, რა თქმა უნდა, კანალიზაცია გაყვანილი იყო, მაგრამ ვატერკლოზეტის იერსახე არ შეცვლილა
შეიძლება, არაკორექტული პარალელი გავავლე, მაგრამ ამით იმის თქმა ნინდოდა, რომ, თუ მოინდომებ, შეძლებ იმ სიძველის შენარჩუნებას, რაც გაგაჩნია, ტუალეტსაც კი მოუვლი და მიხედავ ისე, რომ შთამომავლობას შეუნარჩუნო პირვანდელი სახით. სახლზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ნუ, თავისთავად ესტონელები (და ასაერთიოდ ევროპელები) უდიდეს პატივს სცემენ წარსულს, იქნება ეს სასახლე თუ ტუალეტი...
გადაცემიდან ის დასკვნა გამოვიტანე, რომ ,სამწუხაროდ, მიუხედვად "ჰამქრელების" ასეთი აქტიურობისა (რომელსაც მივესალმები და უდიდეს პატივს ვცემ)
ისინი მაინს განაგრძობენ თავის დესტრუქციულ საქმიანობას, ცინიკურად და უტიფრად. მე არ ვიცი, რა არის გამოსავალი....
This post has been edited by Sonya on 11 Mar 2009, 15:22
Вечность - это утомительно. Особенно под конец.
Я смерти не боюсь, но не хочу при этом присутствовать.
Вуди Аллен.