ვიყავი..
იდიოტური აზრი ამეკვიატა, შუმბას თუ ვიპოვი თქო. მოვიარე ჭავჭავაძის გარშემო რაც მეგულებოდა მიტოვებული მშენებლობა და მიყრუებული ადგილი, ვერ ვნახე.
თავადაც გაშტერებული, დაღლილი და მშიერი ვარ. აშკარაა რომ მოხალისეებ იარ სჭირდებათ, ბლომად არიან სპეც სამსახურის ხალხი, კიდევ ჟურნალისტები და ფოტოგრაფები და მგონი ზოოს თანამშრომლებიც იქვე არიან. მაგათ ფორმა არ აცვიათ და შორიდან ვერ მივხვდი, მხოლოდ ვივარაუდე.
ზოოპარკის ტერიტორიაზე არ მიმიშვეს, დაღმართი დაკეტილია, პოლიცია–სამხედროები დგანან.
მეთქი არ შემამჩნიონ, მაინც შემამჩნიეს და ზრდილობიანად მითხრა ერთმა, არ ჩახვიდე ქვემოთო. დავყაბულდი და ამოვედი.
Utopianკარგად არის, თუ ზოოს ტერიტორიაზე დგომას კარგად ყოფნა ჰქვია.
მე მეტირება და წარმომიდგენია თავად რა დღეში იქნება.
ზოოპარკი ძველ ადგილას ვეღარ იქნება
This post has been edited by Unico on 14 Jun 2015, 13:45