commersant.geთბილისის ზღვაზე ახალი ზოოპარკი დამთვალიერებელს უკვე იღებს.
უკვე გახსნილია 1 ვოლიერი (დათვების და მგლების) თუმცა, იქ არანაირი
ინფრასტრუქტურა მოწყობილი არ არის.
თბილისის ახალ ზოოპარკში შესვლა უფასოა. „რადგანაც ამ დროისთვის ვიზიტორებს
ვერანაირ ინფრასტრუქტურას ვერ ვთავაზობთ, შესაბამისად, შესვლაც უფასოა" - აცხადებს ზოოპარკის
დირექტორი ზურაბ გურიელიძე.
წლის ბოლოდე კიდევ 4 ვოლიერის დასრულება იგეგმება. მათ შორის იქნება
ფოცხვერისთვის, მტაცებელი ფრინველებისთვის, ირმებისთვის და ნიამორებისთვის.
როგორც გურიელიძე აცხადებს, ახალი ზოოპარკი სრულად უახლოეს პერიოდში ვერ დასრულდება,
რადგან ამ პროექტის ბიუჯეტი საკმაოდ დიდია და მისი დროულად დასრულება დაფინანსების
მიღებაზეა დამოკიდებული.