#62691306 · 11 Aug 2026, 23:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბუნებასთან მაქსიმალურად მიახლოებული გარემო, დიდი ვოლიერები და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა - თბილისის ახალი ზოოპარკი სატესტო რეჟიმში გახსნილია. დასრულებულია კავკასიური სივრცის მოწყობა. ვოლიერებში კავკასიის რეგიონში გავრცელებული ცხოველები - ჯიხვები, ირმები, ნიამორები და სხვა სახეობები უკვე ბინადრობენ. იგეგმება აფრიკული ნაწილის დასრულებაც. წლების შემდეგ თბილისის ზოოპარკში ჟირაფები დაბრუნდებიან. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს კეთილმოწყობის სამუშაოები. თბილისის ახალი ზოოპარკი ოფიციალურად შემოდგომაზე გაიხსნება.
ქვედა ვიდეო მაისისაა, მაგრამ ზედა ვიდეოს ავსებს:
This post has been edited by Rаpanui on 11 Aug 2026, 23:48
|