მოკლედ მე ვიცი რაც უნდა იყოს მანდ.
ეს ეხლანდელი ვერსიაა მაგრამ შეიძლება შეიცვალოს როგორც ყველაფერი საქართველოში.
წყაროს ვერ დავასახელებ

პრეზიდენტმა იაპონიაში მოგზაურობის დროს უარი უთხრა ტაკამაცუს მაგ პროექტზე და კონტრაქტი გააუქმა. დიდი წვლილი მიუძღვით აქსისის ხალხს რომ გადააფიქრებინეს.
ეხლა უნდათ რომ მოიწვიონ სხვადასხვა ევროპელი არქიტექტორები და გააკეთებინონ ერთობლივი პროექტი ანუ სხვადასხვა შენობებს სხვადასხვა ხალხი გააკეთებს მარა ერთიანი გენგეგმის საფუძველზე.
ეს იდეა რამდენად გაამართლებს არ ვიცი რადგან ეხლა ტენდენციაა რომ ცნობილი არქიტექტორები ჩადიან განვითარებად ქვეყნებში როგორც ჩვენ ვართ და სწრაფად და უხარისხოდ აშენებენ ცუდ პროექტებს. ამის მაგალითები ძალიან ბევრია. თუნდაც გაზპრომის ოფისი პეტერბურგში, რომლის კონკურსშიც ყველაზე ცნობილმა არქიტექტორებმა მიიღეს მონაწილეობა მაგრამ საბოლოო შედეგები ძალიან ცუდია. თან თუ გავითვალისწინებთ სახელმწიფო დაკვეთას "პირველი ევროპაში, მეორე მსოფლიოში" იმის სერიოზული საფრთხეა რომ პროექტი უხარისხო იქნება. მთავარია კარგი მენეჯმენტი და არქიტექტორების ჭკვიანურად შერჩევა. უფრო სწორედ შერჩევა კონკურსის საფუძველზე. იმ კონკურსში სადაც ტაკამაცუმ გაიმარჯვა ყველა დანარჩენი პროექტი მაგაზე უკეთესი იყო მარამ ეგ ამოარჩიეს ამიტომ ვახსენე სახელმწიფო დაკვეთა.
This post has been edited by centrifuge on 20 Nov 2007, 04:25