მოგესალმებით ყველას!
მაქვს ერთი იდეა, იქნებ შეგვექმნა არქივი, რაღაც გვერდი სადაც დავდებდით ცნობილი ქართველების და არაქართველების, თბილისელების და არათბილისელების ფოტოებს, ყველა იმ ადამიანის ვინც დაკავშირებულია საქართველოსთან.
საქმე იმაშია რომ, ძალიან ხშირად ჭირს ცნობილი ადამიანების ფოტოების შოვნა და მათი იდენტიფიკაცია. თითქმის არსად არ არის შედარებით ხარისხიანი ფოტოები, ისეთი რომელითაც შეადარებ სხვა ფოტოს და ამით მოახდენ უცნობი პიროვნების ფოტოპორტრეტის იდენტიფიცირებას.
მაგალითისათვის წარმოგიდგენთ რამოდენიმე ფოტოს. პირველი ფოტო გადაღებულია სარაჯიშვილის სახლში. დღევანდელი მწერალთა კავშირის შენობა. ეს სურათი გადაღებულია სარაჯიშვილის შეუღლებიდან 25წლის იუბილის აღნიშვნის წვეულებაზე. აქ ბევრი ცნობილი ადამიანია წარმოდგენილი. ვისაც მე ვცნობ არიან : აკაკი, ვალერიან გუნია,გიგო გაბაშვილი, სარაჯიშვილი მეუღლესთან ერთად,
სარაჯიშვილის ბიძაშვილი ალექსანდრე სარაჯიშვილი.
ამ ფოტოზე არის ადამიანი რომლის პორტრეტიც სხვა სურათშიც მაქვს და მაინტერესებს შემთხვევით ხომ ვერ ამოიცნობთ?
საერთოდ რა აზრის ხართ ამ თემაზე?
ქვევით წარმოგიდგენთ ამ სურათებს
მიმაგრებული სურათი