ესენი უკვე ასტრალში არიან
საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით, ფერმწერთა სახელი მიენიჭა ვაკე-საბურთალოს რაიონში ფერმწერთა ქუჩასთან მდებარე შესახვევს. ასევე ახალი სახელი დაერქვა გლდანი - ნაძალადევში ავშნის ქუჩასთან მდებარე უსახელო შესახვევს და მას ავშნის შესახვევი ეწოდა. ამავე რაიონში ნუშის ქუჩასთან მდებარე უსახელო ჩიხს და ე.წ. ავშნიანის დასახლებაში არსებულ უსახელო ქუჩასა და მასთან მდებარე სამ შესახვევსა და ჩიხს, შესაბამისად, ნუშისა და თბილისის ზღვის სახელები მიენიჭათ. ახალი სახელები დაერქვათ ვაკე-საბურთალოს რაიონში სოფელი დიღმის ქვემოთ ჩამოთვლილ რამდენიმე ქუჩასაც:
პირობითად 69-ე ქუჩას – არქანჯელო ლამბერტის ქუჩა (იტალიაელი მისიონერი)პირობითად
70-ე ქუჩას – ნიკო ბურის ქუჩა (წარმოშობით ეკუთვნოდა ქართლის ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს. 1899-1902წ.წ. იგი იყო ინგლისელებისა და ბურების ომის აქტიური მონაწილე).
პირობითად 71-ე ქუჩას – სტრაბონის ქუჩა (ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი)
პირობითად 72-ე ქუჩას – რაფიელ დანიბეგაშვილის ქუჩა (ქართველი მოგზაური, რომელსაც მე-19 საუკუნის დასაწყისში საქართველო-ინდოეთის ურთიერთობებში უმნიშვნელოვანესი ღვაწლი მიუძღვის)
პირობითად 82-ე ქუჩას - ჰაინრიხ კლაპროთის ქუჩა (გერმანელი ლინგვისტი)
პირობითად 83-ე ქუჩას – კრისტიან სტივენის ქუჩა (ევროპელი მოგზაური, ბოტანიკოსი)
პირობითად 84-ე ქუჩას – ბარონ დე ბაის ქუჩა ფრანგი არქეოლოგი. აღმოაჩინა პტი მორენის ველის მღვიმეები და გამოიკვლია მარნისა და კოტ-დ’ორის მრავალი ნევროპოლი. თავისი აღმოჩენები და გამოკვლევანი შეაჯამა ნაშრომში "პრეისტორიული არქეოლოგია")
პირობითად 85-ე ქუჩას – იაკობ რაინეგსის ქუჩა (გერმანელი ექიმი, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა თბილისის სამეცნიერო საგანმანათლებლო ცხოვრებაში
პირობითად 86-ე ქუჩას – იან ჰომერის ქუჩა (საქართველოს ჩოგბურთის ფუძემდებელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი)
პირობითად 89-ე ქუჩას - ბერტა ფონ ზუტნერის ქუჩა(ნობელის პრემიის პირველი ლაურეატე მსვიდობის დარგში)
პირობითად 90-ე ქუჩას – ჰუგო ჰუპერტის ქუჩა(ავსტრიელი პოეტი, მთარგმნელი და პოლიტიკური მოღვაწე. "ვეფხისტყაოსნის’’ საუკეთესო მთარგმნელი გერმანულ ენაზე)
პირობითად 91-ე ქუჩას – ტიმოთე ბელოის ქუჩა (არქიტექტორი, რომელმაც თბილისის აბანოს, საქალაქო მმართველობისა და მარტყოფის ეკლესიის ახალი შენობების პროექტები შეადგინა)
პირობითად 99-ე ქუჩას - ჰენრიკ ჰრინევსკის ქუჩა (ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ორგანიზაციასა და ამ მუზეუმის მიერ მოწყობილ სამეცნიერო-სამხატვრო მივლინებებში (ქუთაისი, ბორჩალო, გორი, ახალციხე), რომლის მიზანი იყო უძველესი ფრესკების გადმოღება, ძველი ქართული არქიტექტურული ძეგლების აზომვა და ნატურიდან აკვარელით ჩანახატების შესრულება)
პირობითად მე-100 ქუჩას – კრისტოფერო კასტელის ქუჩა (იტალიაელი მისიონერი, რომელმაც მრავალი ჩანახატი სეასრულა საქართველოზე, ქართულ სტუმართმასპინძლობასა და სიმამაცეზე.)
პირობითად 101-ე ქუჩას - ჟოზეფ ტურნეფორის ქუჩა (ფრანგი ბოტანიკოსი, რომელის ნაშრომებშიც საუბარია საქართველოზე)
პირობითად 102-ე ქუჩას – მარკო პოლოს ქუჩა (იტალიელი მოგზაური, რომელმაც თავის ჩანახატებში არწერა თბილისი)
პირობითად 103-ე ქუჩას – ოსკარ შმერლინგის ქუჩა(გერმანელი წარმოშობის ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი
)პირობითად 105-ე ქუჩას – ფრედერიკ მონპერეს ქუჩა (ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი)
პირობითად 107-ე ქუჩას – მაქს ტილკეს ქუჩა (მსოფლიო ხალხთა კოსტიუმები მხატვარი)
პირობითად 109-ე ქუჩას – იასე შაქარიშვილის ქუჩა (ქართველი გეოგრაფი, ჰიდროლოგიის ცნობილი მკვლევარი.გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი)
პირობითად 110-ე ქუჩას – სერგი ცხაკაიას ქუჩა (ქართველი გეოგრაფი, კატროგრაფიის ცნობილი სპეციალისტი)
პირობითად 111-ე ქუჩა – გიორგი გეხტმანის ქუჩა (ეკონომ-გეოგრაფი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე)
პირობითად 112-ე ქუჩა – ალექსანდრე ჯავახიშვილის ქუჩა (ქართველი გეოგრაფი და ანთროპოლოგი) ხოლო, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ე.წ. ავშნიანის დასახლებაში უსახელო ქუჩას და მასთან მდებარე შესახვს კი მონადირის სახელის დაექვა.
და ამასობაში დედაქალაქში ფარსმან ქველის ქუჩა არ არსებობს.