MOXEVE1990არა, თქვენ სწორად გიწერიათ ყველაფერი, მე უბრალოდ მტკვრის-ამ ვაჟკაცური, მღვრიე მთის მდინარის ”გაცისფერება” გავაპროტესტე
pteranouka ადვილი კითხვა არ არის და იძულებული ვარ ცოტა ვრცლად გიპასუხოთ იმის შესახებ, თუ რას სვამდნენ თბილისელები:
უპირატესად-ღვინოს, რადგან წყალისა და ღვინის ფასებში დიდი სხვაობა არ იყო; ბავშვებსაც კი წყალღვინოს ასმევდენ. ალბათ ეს იყო იმის ერთერთი მიზეზი, რომ ჩამოსულ სტუმრებს თბილისი ძალიან მხიარულ ქალაქად ეჩვენებოდათ...გავრცელებული სასმელი იყო ასევე ჩაი, ძველ ქალაქში ათეულობით თათრული ჩაიხანა იყო, მარცხენა სანაპიროზე კი მალაკანთა ”საჩაიეები” სჭარბობდა უზარმაზარი სამვედრიანი სამოვარებით, სადაც ჩაის სახელით კლიენტს ჩვეულებრივ მდუღარე წყალს სთავაზობდნენ ნატეხი შაქრის ”პრიკუსკით”. ლუდს, მინერალურ და ხილეულ წყალს უფრო მაღალი და საშუალო ფენები მიირთმევდნენ, რიგითი თბილისელებისათვის კი ეს სასმელები ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო ; სხვა ეგზოტიკურ სასმელებს, როგორიცაა სპასი, მოხოხი აირანი აქ უკვე აღარ დავასახელებ.
ახლა წყალმომარაგების შესახებ: 1867 წელს თბილისის მეთულუხჩეთა ჰამქარი სამაზე მეტ წევრს
ითვლიდა და ისინი ქალაქის 80%-ს მოთხოვნილებებს უზრუნველყოფდნენ.
მეთულუხჩეთაგან შეძენილი წყალი არ იფილტრებოდა, უბრალოდ ისხმებოდა მაღალ ჭურჭელში, რომლის ძირზე ილექებოდა ტალახი დასხვადახვა მინარევი. როგორც ზემოთ ვთქვი, თბილისელები ცდილობდნენ სასმელად ეს წყალი ნაკლებად გამოეყენებინათ, თუმცა გაგანია ზაფხულში რა გაგაჩერებს? (ეს წყალი პლუს ქალაქში გამეფებული ანტისანიტარია იყო ტიფის, ქოლერისა და შავი ჭირის მრავალრიცხოვანი ეპიდემიების მიზეზი)
19 საუკუნის თბილისში შემორჩენილი იყო ათეულობით წყალსადენი თიხის მილებით რომელთა საშუალებით ქალაქს ბუნებრივი წყაროს წყალი მიეწოდებოდა, ძირითადად ოქროყანისა და სოლოლაკის ქედის მიმდებარე სხვა ადგილებიდან, მაგრამ მათი როლი ქალაქის წყალმომარაგებაში მეტად უმნიშვნელო იყო. სხვათა შორის ტურნეფორის ცნობილ ნახატზე კარგად ჩანს სოლოლაკის წყალსადენის აქვედუკი, ანუ ”სულუ ლახ” -ი არაბულ ენაზე.
1861წ ამოქმედდა ყორღანოვის წყალსაქაჩი ვერაზე, 1887 წელს კი ავჭალის წყალსაქაჩი, ევროპული დონის შესანიშნავი საფილტრაციო სისტემებით, მაგრამ შეიძლება ითქვას რომ თბილისის მოთხოვნილება მაღალი ხარისხის სასმელ წყალზე მხოლოდ 1933-41 წწ დაკმაყოფილდა ნატახტარის წყალსადენის პირველი და მეორე რიგის ამოქმედების შემდეგ, თუმცა მცოდნე ხალხი ამბობს, რომ ბოლო მეთულუხჩეები თბილისს თითქმის გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებამდე შემორჩა.
ეს ნაღდი თულუხჩია, ცხენზე გადაკიდებული ტყავის რუმბით

ეს კი ოციანი წლების წყლის გამნაწილებელი სადგურია, აქედან წყალი მილებით მიეწოდებოდა
ეზოებში მდგარ ონკანებს (უფრო იშვიათად, ელიტარული სახლების ბინებსაც), ხოლო იმ უბნებს, სადაც წყალსადენის ქსელი არ იყო ჯერ გაყვანილი, წყალს კასრებით აწოდებდნენ,

ორივე ფოტო მეზობელი თემიდანაა აღებული, ანუ ტემპერას ”ფონდებიდან”.
რამდენჯერ ვახსენე სიტყვა წყალი და პატიოსნად ვეცადე უხამსი ბრუნვები ამეცილებინა, ვნახოთ დამიწერს თუ არა ფორუმი შესაბამის ”დიეზებს”
This post has been edited by diez on 12 Dec 2010, 21:22