ნამდვილი? ჩემის აზრით, საბჭოთა კომუნისტური, თბილისი უფრო იყო ეგ.
სანაპიროს გაყვანით და ორთაჭალჰესის აშენებით საბოლოოდ განადგურდა ნამდვილი თბილისის სახე. არ ვამბობ რომ რაც გაკეთდა ცუდი იყო, უბრალოდ ეს აღარ იყო ნამდვილი თბილისი.
ქალაქი მიდარი კულტურული და არქიტექტურული მრავალფეროვნებით, დაიკავა საბჭოთა ბრუტალურმა არქიტექტურამ. ბევრი რამ ამ ბრუტალურობაშიც შედევრი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში მომაბეზრებლად გავრცელდა ეს ფორმები. ცალკე აღებული 60-70-იანების თბილისი, თუ არაფერს შევადარებთ თავისებურად ლამაზი იყო რა თქმა უნდა. განიერმა ქუჩებმა გაზარდეს ხედვის არეალი და მრავალი საინტერესო შენობა გამოაჩინეს. მაგრამ ამავე დროს ამ განიერმა ქუჩებმა შეიწირეს - ლურჯი მეჩეთი, რიყე მთლიანად, თამამშევის ქარვასლა, რამოდენიმე ათეული ეკლესია. დაიკარგა დაბახანის ხევი, ვერეს ქვემო ნაწილი მილში მოექცა და განადგურდა ვერეს ბაღები. დაინგრა "ნე უეზჟაი გოლუბჩიკ" და "ფანტაზია". გასაცოდავდა თამამშევის წისქვილი ( "ჩემი სახლი"

) , დაინგრა მნაცაკანოვის ხიდი (რომ მქონდეს ფული ეს პირველი ობიექტია რომელსაც აღვადგენდი თბილისში.)
მაგრამ 60-70 წლებში შეიძლებოდა საბაგიროთი ფუნიკულიორზე ლუდის დასალევად და სოსისების საჭმელად ასვლა. საბაგირო სადგურიდან როგორც კი გამოხვიდოდით მარჯვნივ ასე 20 მეტში იყო სასოსისე, მაღალი მაგიდებით. შეიძლებოდა გლიასეს დალევა კაფე მეტროში. რუსთაველის ლაღიძის წყლებში კი რიგები ქუჩიდან იწყებოდა. უჰჰჰ... სასწაული გემო ჰქონდა მაშინდელ ლაღიძის წყლებსაც და აჭარულ ხაჭაპურსაც. ბოტანიკურ ბაღს უფრო სათუთად უვლიდნენ. რუსთაველზე ერთდროულად თვალთახედვის არეში 10 მანქანაზე მეტს ვერ დაინახავდით. შეიძლებოდა ახალგაზრდა და ჯანღონით სავსე ბატონ დიეზს შეხვედროდით. შლაქსებში და წინსაფარივით უზარმაზარი ყვავილებიენი ჭრელაჭრულა ჰალსტუხებით გამოწყობილები (ბატონ დიეზთან ბოდიში, თუ მის გემოვნებას ეჭქვეშ ვაყენებ. უბრალოდ მაშინ ეს "მოდაში" იყო და მეც ეგრე წარმომიდგენია) რომელიმე რესტორანში შესულიყავით მოსალხენად. მაშინდელ ისან-ნავთლუხელებს არ არსებობს არ ახსოვდეთ სასადილო, რეალობაში კი სახინკლე, "ჩანგრეულა" რომლის ნამდვილი სახელი კაციშვილმა არ იცოდა. მოსახლეობა ნელნელა კორპუსებში გადაცხოვრდა, რომელტაც ძირითადად იმავე აგილას უშენებდნენ სადაც ძველ სახლს უნგრევდნენ. და იცყებოდა ჭორაობა კორპუსიდან კორპუსში, აივნიდან აივანზე, გადაძახილითჭორაობა, თან ხელს გვერდულად აიფარებდნენ 'უი, ქაა.. არავინ გაგვიგოსო"..

. ეზოები მოფენილი იყო დომინოს ან ნარდის, ზოგჯერ კი ჭადრაკის მოთამაშე, თეთრ უმკლავებო მაისურიანი "ოჯახის' მამებით. ზრდილობას და კაცობის სწავლას არავინ დაგზარდებოდათ, რამდენჯერ წამოურტყია მამაჩემის მეგობარს თავში, მამაკაცური დალოცვის თანხლებით - "შე შობელძაღლოვო..

" . და ამაზე ერთმანეთს კი არ ეჩხუბებოდნენ მერე მამები. პირიქით, მადლობას ეუბნებოდნენ რომ ჩემს შვილს ჭკუა დაარიგეო.
მოკლედ ჰქონდა მას საკუთარი ხიბლი გეთანხმებით. მაგრამ ნამდვილი თბილისი ჩემის აზრით მანამდე განადგურდა.
This post has been edited by Salvador on 16 Mar 2011, 16:35