თბილისელები არ ვიცი მარა სოლოლაკის მოსახლეობას, რომ
თანდათან ეზღუდება ბოტანიკურ ბახში ასვლა ეს დიდიხანია
ცნობილა.
ბატონი ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს რამოდენიმე წლის წინ
დაწყებულ, საზოგადოებრივი სივრცის უკანონოდ მითვისებას.
1. გადაიკეტა ბოტანიკურ ბაღში ჩასასვლელი , რომელიც
მდებარეობდა დღევანდელი (ივანიშვილის მიერ აშენებული)
გვირაბის ტერიტორიაზე, კოჯრის გზატკეცილზე.
2. მეორე ჩასასვლელიდან, რომელიც "სოლოლაკის ხეივნის" ტერიტორიაზე მდებარეობს, გაურკვეველი მიზეზების გამო
ჩასვლა აკრძალულია და მხოლოდ დაცვასთან კამათის შემდეგ
თუ მოახერხებთ ჩასვლას, რაც სრულიად გიკარგავს
დასვენების სურვილს.
3. ცოტახნის წინ გადაიკეტა ასასვლელი კიბე, რომლითაც
უკავშირდებოდით "სოლოლაკის ხეივანს" მაყაშვილის
ქუჩის ავლით.
4. ამჟამად მიმდინარეობს "სოლოლაკის ხეივნის" ალტერნატიული "ბილიკის" მშენებლობა (რომლის სიგანეც
დაახლოებით 120 სმ-ია)
ბილიკის მშენებლობა დაიწყო მოსახლეობასთან შეთანხმების
და მისი ინტერესების გათვალისწინების გარეშე.
ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ დაწყებული, უკანონო პრივატიზაციის შედეგია, რომელიც ასევე გრძელდება
დღესდღეობით და უაღრესად მძიმე შედეგამდე მიგვიყვანს,
თუ არ მოხდა საზოგადოების გააქტიურება ამ პრობლემის მიმართ.
This post has been edited by allgemein on 8 Jul 2009, 22:19
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)