იჯარით გადაეცემა,მფლობელობა სახელმწიფოსი დარჩება
=====================================================
მთაწმინდის პარკი 49-წლიანი იჯარით “რაკიინ დეველოპმენტს” გადაეცა
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს “მთაწმინდის პარკი” 49-წლიანი იჯარით არაბულ კომპანია “რაკიინ დეველოპმენტს” გადაეცა. ამ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო მაუწყებელი ავრცელებს.
არაბული კომპანია პარკში დაწყებული სამუშაოების რამდენიმე თვეში დასრულების ვალდებულებას იღებს, ყოველწლიურად კი “რაკიინი” ბიუჯეტში საიჯარო თანხას - 300 ათას ლარს გადაიხდის.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ შპს “მთაწმინდის პარკის” 100% სახელმწიფოს ეკუთვნის.
ვიცე-მერის მამუკა ახვლედიანის თქმით, ხელშეკრულება არაბულ კომპანიასთან დაახლოებით ერთი კვირის წინ იქნა ხელმოწერილი.
“
რაკიინი” პარკის გახსნას შემოდგომისთვის გეგმავს. კომპანია ფუნიკულიორის საბაგიროს გზას აღადგენს,

ძველ ატრაქციონებს შეამოწმებს, ასევე ახლებს დაამონტაჟებს, მათ შორის 80-მეტრიან ე.წ. “ეშმაკის ბორბალს”.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მთაწმინდის პარკში შესვლა უფასო იქნება, ატრაქციონებზე კი მინიმალური გადასახადები დაწესდება.
“რაკიინ დეველოპმენტი” დიღმის ტერიტორიაზე “აფთაუნ თბილისის” პროექტს, ტაბახმელაში - “თბილისი ჰაითსის” პროექტს ახორციელებს. არაბულ კომპანიას ასევე 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების მშენებლობა გონიოში, ბათუმსა და ვარძიაში აქვს დაგეგმილი.
ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ კომპანია “ლინქსს” მთაწმინდის პარკი შარშან, ცნობილი პოლიტიკური მოვლენების დროს, ვალდებულებათა შეუსრულებლობის მიზეზით ჩამოართვეს.
http://inews.internet.ge/stat_relatives.ht...08-07-02&stat=1 This post has been edited by ასიდი on 2 Jul 2008, 11:09