რატო (გვ)ატყუებ ბავშვებს?

არავითარი 5მაგი არ ღირდა ! ზუსტად დავადგინე ეგ ტოპ-ექსპერტებს ვკითხე (ანუ ხალხს,რომელივ მინიმუმ კვირაში 3ჯერ მანდ ქეიფობდა დაწყებული 60-იანი წლებიდან და დამთავრებული 80-იანების ბოლომდე)

ღირდა ზუსტად იგივე ფასი რაც სხვა დანარჩენ რესტორნებში და საერთოდ,ეგ "სხვა" ქვეყანა იყო, ხუთმაგ ფასს გაბედავდა და დაადებდა ვინმე, აბა?!

აი,შამპანურის "გამოჩენას" რაც შეეხება, ეგეც ძაან საეჭვოა. ეტყობა შენ მაინცდამაინც ისეთ დროს ადიოდი ხოლმე როცა სხვისთვის ქონდათ გადანახული

ისე კარგი იყო...მეც მახსოვს

მბეზრდებოდა ხოლმე უფროსების მრავალსაათიანი ქეიფი და ლიმონათით გაჭყეპილი მოაჯირიდან ღამის თბილისის ცქერით ვირთობდი თავს (არადა,მოტრიალდი რა,დაჯე,მოუსმინე...აქეთ მაგიდაზე გოგი გელოვანი,იქით ცხონებული გოგი დოლიძე,აივანთან მხატვრები და რეჟისორები ზიან,კუთხეში რამკიანი ქურდები...თითქმის ყველას ვიცნობდი და მეფერებოდნენ ხოლმე

...ან ბავშვობა მაგონდება ტკბილად, ან ადრე მართლაც სხვანაირი,თბილი და რაინდული იყო თბილისი და რაც მთავარია ღიმილიანი )....ეეუუუჰ! ეხლა დავაკვირდი,ეს რა ესე გამომიცხვია კაცო?!

რა დროს ჩემი მემუარებია ჯერ მხოლოდ 24 წლის ვარ
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey