ხალხო, ახლა რა მაინტერესებს...
ბოლო-ბოლო, სოლოლაკზე რა გადაწყდა? როგორც ვხედავ, რამოდენიმე შენობს გარდა (+ გალაკტიონის ქუჩის ერთი ნაწილი) არაფერი გაკეთებულა. რა ხდება? ამით მორჩა ყველაფერი? რას უპირებენ ამ უბანს? ძალიან განვიცდი სოლოლაკის ბედს. უამრავი ულამაზესი სახლი დგას კოშმარულ მდგომარეობაში, ზოგს კოსმეტიკური მოპირკეთებაც კი უშველიდა მხოლოდ, მინიმალური გამაგრებით. მაგრამ არაფერი ხდება. და სულ ვფქირობ - მთავრობის წევრებს რომ უცხოელი სტუმრები დაყავთ ამ გზით (სადრაც ადიან ამაღლების ქუჩის გავლით, არ ვიცი ოღონდ - სად

) სირცხვილი არ აწუხებთ? ვინმემ იცის რამე?
პ.ს. ამაღლების ქუჩაზე დგას სახლი, სადაც ოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმია. ამას წინათ დაიწყეს გამაგრება. ამ სახლში თუმანიანის შთამომავლები ცხოვრობენ, და დარწმუნებული ვარ, მათი ძალისხმევით ხდება სახლის რეაბილიტაცია. მანდ ბიბლიოთეკაც არის განთავსებული, და თუმანიანის შვილიშვილი დიდი ხანი იბრძოდა, რომ მათთვის ყურადღება მიექციათ. როდემდე??? ალბათ, ისევ სომხეთის მთავრობა თუ დაეხმრაებოდა... არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ ესეც შესაძლებელია.
ჩვენებს წიხლზე კიდიათ ეს უნიკალური უბანი, და... ელოდებიან, თავისით როდის დაინგრევა

ჩემი აზრით, იმ იდიოტური პროექტების მაგვირად თანხები სოლოლაკის რეაბილიტაციაზე დაეხარჯათ - აჯობებდა. მაგრამ, მე ვინ მეკითხება. სამწუხაროდ, მიშას რეზიდენციიდან სოლოლაკი არ ჩანს, თორემ მოგვხედავდა, უეჭველი

"ვიდს" არაფერი უნდა უფუჭებდეს არც მას, და არც - მის სტუმრებს. ალბათ, იმიტომ დაადეს ის კოშმარული ოქროსფერი დეკორატიული დეტალები ერთ-ერთი სახლის გუმბათს (საკმაოდ ძვირი დამჯდარა). ეჰ, გადავუხვიე საცხა...
* * *
საინტერესო სტატიაა.
http://www.georgianart.ge/index.php?option...49&Itemid=&ed=7 This post has been edited by Sonya on 13 Apr 2011, 15:50
Вечность - это утомительно. Особенно под конец.
Я смерти не боюсь, но не хочу при этом присутствовать.
Вуди Аллен.