ახალი თანამდებობა-ახალი პასუხისმგებლობა 
დედაქალაქის მერს ახალი მოადგილე ჰყავს. ეს თანამდებობა ვაკანტური საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახდა. გიგი უგულავამ თავის მოადგილედ დღეს გლდანი-ნაძალადევის ყოფილი გამგებელი წარადგინა და აღნიშნა რომ ნიკოლოზ ხაჩირაშვილს გამგებლობის ოთხწლიანი გამოცდილება ახლდდაკისრებული მოვალეობის შესრუ-ლებაში დაეხმარება.
თბილისის მერმა დღესვე ორი რაიონის გამგებელი წარადგინა. გლდანი-ნაძალადევის გამგებლად ნოდარ სანდუხაძე დაინიშნა. დიდგორის რაიონში კი ამავე თანამდებობას დღეიდან გოგიტა ნიკოლაძე დაიკავებს.
,,საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თბი-ლისის მთავრობიდან ჩვენი თანამშრომლების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოსკენ გაე-შურა. ჩემი ყოფილი მოადგილეები გიორგი მელაძე და ზურაბ არსოშვილი, ასევე დიდ-გორის რაიონის გამგებელი დილარ ხა-ბულიანი უკვე პარლამენტში განაგრძობენ თავიანთ მოღვაწეობას. ამიტომ ჩვენ გარ-კვეული ცვლილებები გვაქვს. ნიკო ხაჩი-რაშვილი ჩემს მოადგილედ დაინიშნება და იგი კეთილმოწყობასა და ინფრა-სტრუქტურულ მიმართულებას უხელ-მძღვანელებს. ნოდარ სანდუხაძე გლდანი ნაძალადევის რაიონის, ხოლო გოგიტა ნიკოლაძე დიდგორის რაიონის გამგებლებად დაინიშნებიან. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო” – გიგი უგულავა, თბილისის მერი.
ნოდარ სანდუხაძე და გიგოტა ნიკოლაძე 2006 წლიდან თბილისის საკრებულოს წევრები იყვნენ. გლდანი-ნაძალადევისა და დიდ-გორის რაიონის ახალი გამგებლების თქმით მათ რაიონებში კვლავ გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები და ახალ-ახალი ცვლილებები მოსახლეობასთან ერთად განხორცილდება.
,,პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქალაქის ხელმძღვანელობას, ყველა იმ ადამიანს, ვინც ნდობა გამომიცხადა. შესაბამისად, პირველი ნაბიჯები იქნება ის, რაც აუცილებლადაა გასაკეთებელი დიდ-გორის რაიონში. უნდა მოხდეს სოფლების ინტეგრირება ქალაქის ინფრასტრუქტურაში. ერთობლივი ძალებით, მოსახლეობასთან ერთად ბევრი სასიკეთო ცვლილება განხორციელდება” – გოგიტა ნიკოლაძე, დიდგორის რაიონის გამგებელი.
,,ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერს, ბატონ გიგი უგულავას ესოდენ დიდი ნდობისთვის. სრულად ვითავისებ პასუხისმგებლობას. საკმაოდ დიდი რაიონია და აქ გაგრძელდება ყველა ის სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც რაიონის გაძ-ლიერებისაკენ იქნება მიმართული” – ნოდარ სანდუხაძე, გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებელი.
დედაქალაქის მერის მოადგილისა და გამ-გებლების წარდგენას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეც ესწრებოდა. ზაალ სამა-დაშვილმა საკრებულოს ყოფილ წევრებსა და ყოფილ გამგბელს ახალი თანამდებობები მიულოცა და ახალ სამსახურებრივ ასპარეზზე წარმატებები უსურვა.
28 მაისი 2008 / 14:31
This post has been edited by vatman on 29 May 2008, 20:03