ამ ფრიად სახარბიელო ამბის შემდეგ, ერთი კარგი და კეთილი ადამიანის მონაყოლი გამახსენდა ჩემდაუნებურად
იმ ამბავში დიალოგები ბევრია და იმ დიალოგებშიც ძალიან ბევრი სევდანარევი იუმორია.
შევეცდები ავტორისეული ვერსია ზუსტად გადმოვცე და ძალიანაც არ დავარღვიო სიტყვათა წესწყობა.....
ესე იგი ამ ამბის ავტორი რაღაც მიზეზების გამო რამდენიმე წლის წინათ მოხვედრილა რომელიღაც ევროპულ ქვეყანაში (ზუსტად აღარ მახსოვს რომელში) და იქ რამდენიმე ხნის განმავლობაში დადიოდა აუზზე დილაობით,.... ერთხელაც იგი ძალიან საკვირველ - უფრო სწორად მისთვის საკვირველ ამბავს შეესწრო. სანამ აუზში ჩავიდოდა მანამდე შხაპი მიიღო და შესვლისას და გამოსვლისას საშხაპეში ფრიად სასიამოვნო ფაქტს შეესწრო - ყველა ონკანი დაკეტილი იყო და ელემენტარულად ხელის დასაბანადაც კი ვინმე თუ შემოვიდოდა,... მაშინვე, დაბანისთანავე კეტავდა.
თითქოსდა გასაკვირი რა არის ხომ, ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა....
საქართველოში ჩამოსულს იგივე პროცედურები ჭირდებოდა, ექიმმა აუზზე სიარული დაუნიშნა.....
თბილისში, რომელიღაც კეთილმოწყობილ სპორტულ კომპლექსში დაიწყო სიარული, ნუ აუზში ყოველ დილით უწევდა ჩასვლა და ჩასვლამდე... რა თქმა უნდა საშხაპე. ...
და აი, ჰოი საოცრებავ,... საშხაპეში შესულს და გამოსულს, თითქმის ყოველ დღე ერთი და იგივე სურათი ხვდებოდა თვალწინ.... ყველა ონკანი მოშვებული,- მოთქრიალე წყლით და იქვე დამლაგებელი (რატომღაც) რომელიც ალაგებს და ასუფთავებს ყველაფერს, ყოველდღე იქ არის და ამ ყოველივეს (რატომღაც) მიჩვეულია - არც აწუხებს და ყურსაც არ იბერტყავს... წყალი მოდის და მოდის, მოდის და მოდის.
მაგრამ ამ ყოვლად პატივსაცემმა კაცმა (სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებ) ამ ამბის მოყოლა აი ზუსტად ამით დაიწყო რომ ერთხელ ქუჩაში სეირნობისას გამვლელმა "უცნობ-ნაცნობმა" ქალმა გააჩერა და გამოელაპარა.... საუბარში კი კითხვითვე გადაუკრა: ბატონო ..... (აქ სახელით მიმართავს) გვეშველება რამე .... ??? (ძალიან დამწუხრებული და დაღლილი ხმით) .. ნუთუ თუ გვეშველება რამე.. . ???
შემდეგში, მონაყოლით ეს ქალი იმ სპორტულ კომპლექსში მომუშავე დამლაგებელი აღმოჩნდა

....
დასკვნა და ანალიზი თქვენთვის მომინდვია,
... ძალიანაც რომ მდომოდა სიტყვა სიტყვით მაინც ვერ გადმოვცემდი ზუსტად იმ ამბავს, მაგრამ გამგები კი გაიგებს რაც მინდოდა რომ მეთქვა....
This post has been edited by giorgi555 on 6 Jul 2010, 13:02