მეტროზე იყო საუბარი, სანამ მისი განვითარების კონცეფცია საბოლოოდ არ ჩამოყალიბდება, მანამ ტრამვაის აღდგენაზე
ნაადრევია საუბარიო. ნაწილობრივ ვეთანხმები ამ პოზიციას, მაგრამ რაც არ უნდა განავითარონ მეტრო, ის ტრამვაის ხაზს
მაინც ვერ შეცვლის. აი თუნდაც ავიღოთ სამგორი - მოსკოვის პროსპექტის ხაზი. კერძოდ, იმ ადგილზე მაქვს საუბარი სადაც
სამგორის მეტროს ხაზი პროსპექტს გვერდს უვლის და ვარკეთილისკენ გადადის. აი თუნდაც ამ ადგილზე ძალზედ მომგებიანი
უნდა იყოს ტრამვაის ხაზების გაყვანა. ეს გაცილებით უფრო იაფი და ადვილი გასაკეთებელი იქნება, ვიდრე ვთქვათ, სამგორში
გადასასვლელი მესამე (ან რომელიც იქნება) ხაზის და შემდეგ უკვე გვირაბის გათხრა ზედ აფრიკამდე ან თუნდაც ზეემკამდე.
უნდა ვივარაუდოთ (ალბათ ახლო მომავალში), რომ ქალაქის განაშენიანება მაგ მხარეს წავა იმიტომ რომ მანდ უამრავი,
ჯერ კიდევ ბოლომდე აუთვისებელი ტერიტორიებია. აი ტრანსპორტზე კი საუბარიც ზედმეტია. არის მარტო დანჯღრეული
ყვითელი ავტობუსები და გაპარტახებული სამარშრუტო ტაქსები (რომლებსაც დინოზავრების ბედი ხვდებათ წილად

).