აი ეს ინფო სრულიად შემთხვევით ჩამივარდა ხელში და გადავწყვიტე აქ აუცილებლად დამეგდო. აბა ტრამვაის მოწინააღმდეგეეო!,
არ დაიზაროთ და გადახედეთ ქვემოთმოყვანილს. ამის შემდეგაც თუ ჩვეულ რიტმში გააგრძელებთ, თქვენი საქმეა:
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ინფორმაციით, მათემატიკური მოდელირებით ბენზინში ტყვიის შემცვლელობის გამო საქართველოში 200-275 ათასი კაცი ავადდება, რომელთა მკურნალობაზე გაწეული ხარჯი 38-53 მილიონი ლარია.
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვები 200-ზე მეტ სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. მათგან ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საშიში ნახშირბადის, გოგირდისა და აზოტის ოქსიდები, არომატული ნაერთები, ნახშირწყალბადები და ტყვიის აეროზოლებია. ძირითადად დამაბინძურებელ ნივთიერებათა 50-70%-ს ნახშირჟანგი შეადგენს, რომელიც 210-ჯერ უფრო ადვილად უერთდება სისხლის ჰემოგლობინს, ვიდრე ჟანგბადი, აქვს ორგანიზმში ჟანგბადის ჩანაცვლების უნარი, ხასიათდება მაღალი ტოქსიკურობითა და ატმოსფეროში ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობით. ჰაერში მისი რაოდენობის 69% სწორედ ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვის შედეგია. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ავტოტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობის ადგილების მახლობლად მცხოვრებ ბავშვებში რესპირატორული დაავადებების განვითარების რისკი 50%-ით მატულობს. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით კი, 1998-2005 წლებში სასუნთქი ორგანოების დაავადებების მაჩვენებლების ზრდამ 100%-ს გადააჭარბა. ზრდის ტენდენციებით აღინიშნება ისეთი მაჩვენებლებიც, როგორიცაა სიკვდილიანობა, პნევმონიები და ბრონქული ასთმა.
განსაკუთრებულ პრობლემად იქცა ატმოსფერული ჰაერის ტყვიით დაბინძურება, რომლის ზემოქმედების ყველაზე მგრძნობიარე ჯგუფი ადრეული ასაკის ბავშვთა კონტინგენტი და მათი ნერვული სისტემაა. ტყვია ზემოქმედებას ახდენს სისხლის წარმომქმნელ სისტემებზე, იწვევს ქალთა რეპროდუქციული ფუნქციების ცვლილებას, აფერხებს ბავშვთა და მოზარდთა ინტელექტუალურ განვითარებას. ტყვიის მოწამვლის შედეგად ბავშვები მოსალოდნელი ინტელეატუალური განვითარების კლების კოეფიციენტი 6-9%-ს შეადგენს.
P.S. თუ ვინმე შემოდიხართ აქ ქალაქის მერიიდან, წაიკითხეთ და გამოფხიზლდით ცოტათი მაინც. ზემოთმოყვანილი მონაცემები
საქართველოს, განსაკუთრებით კი თბილისს ეხება!!!
This post has been edited by Hoffa on 19 Mar 2008, 18:40