da_to
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 13651
წევრი No.: 53050
რეგისტრ.: 11-February 08
|
#9011811 · 29 Mar 2008, 20:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გახსოვთ წინათ რომ დავწერე მერიაში ახალ სატრანსპორტო სქემაზე მუშაობენთქო,
ქალაქ თბილისის მერიის ცნობა N 08 1/2067
ც ნ ო ბ ა
,,ქ. თბილისში მიწისზედა საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის სამარშრუტო სქემის" დამტკიცებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ
,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”-ს XV თავის მოთხოვნათა შესაბამისად ქ. თბილისის მთავრობაში მიმდინარეობს საჟარო ადმინისტრაციული წარმოება ,,ქ. თბილისში მიწისზედა საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის სამარშრუტო სქემის" დამტკიცებასთან დაკავშირებით.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადაა ერთი თვე.
ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით 20 დღის განმავლობაში ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში (მდებარე ქ. თბილისი, ჟ.შარტავას 7).
ქ. თბილისის მერი გიორგი უგულავა
18 მარტი 2008 / 13:30
კიდევ უფრო საინტერესო კარგად წაიკითხეთ, და ეს ლინკიც აუცილებლად ნახეთ http://www.tbilisi.gov.ge/files/596_6330_548295_avtobusismarshrutebi.doc
ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილება N 0328113 "27" "თებერვალი" 2008 წ.
ქ. თბილისში მიწისზედა საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის სამარშრუტო სქემის დამტკიცებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
,,ქ. თბილისში მოსახლეობის მიწისზედა ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების წესის დადგენისა და ქ. თბილისის საკრებულოს 2001 წლის 17 იანვრის N1-3 გადაწყვეტილების ,,მიწისზედა სამგზავრო ტრანსპორტის სამარშრუტო ქსელის დამტკიცების შესახებ" ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე" ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 24 თებერვლის N3-18 გადაწყვეტილებით დამტკიცდა ქ. თბილისში მოსახლეობის მიწისზედა ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების წესი, რომლის დანართი 1-ით ("საავტობუსო მარშრუტების მოძრაობის სქემა") დედაქალაქში ავტობუსის მარშრუტების რაოდენობა დადგინდა 89 ერთეულით. 2007 წელს, ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლასთან დაკავშირებით და დედაქალაქის მიწისზედა სამგზავრო ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე ცვლილებების (მიმდინარეობს შპს ,,თბილისის ავტობუსის" ა/პარკების ახალი ავტობუსებით შევსება) საფუძველზე, 2007-2008 წლების პერიოდში შემუშავდა სამგზავრო ტრანსპორტის ახალი სამარშრუტო სქემა, რომელშიც მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული დედაქალაქში მცხოვრები მოსახლეობის მოთხოვნები. სქემაში ასევე აისახა ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების გაზრდის შედეგად შემოსული რეგიონების საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების გაუმჟობესების საკითხებიც. ახალი სატრანსპორტო სქემით დაგეგმილია 116 საავტობუსო მარშრუტი ყოველდღიურად მომუშავე 716 ერთეული მოძრავი შემადგენლობით. დღეისათვის მოქმედ და ახალ სქემებს შორის თვისობრივი განსხვავებები გამოიხატება იმაში, რომ ძველი სქემით დაგეგმილი 89 მარშრუტის ნაცვლად, ახალი სქემით დაიგეგმა 116 მარშრუტი, რომელშიც ძველი სამარშრუტო სქემიდან უცვლელი დარჩა 42 ერთეული სამარშრუტო ხაზი (NN 2, 5, 8, 9, 14, 15, 20, 21, 23, 24, 25, 27, 30, 31, 32, 33, 34, 37, 38, 42, 43, 44, 47, 51, 54, 56, 57, 59, 60, 61, 62, 64, 65, 68, 69, 71, 73, 77, 78, 85, 86, 87). ნაწილობრივი ცვლილებები გატარდა ოცდაექვს მარშრუტზე (კერძოდ: NN 1, 3, 6, 11, 16, 17, 19, 28, 29, 36, 39, 46, 49, 50, 53, 58, 63, 66, 74, 76, 82, 83, 84, 88, 89, 90) და დამატებით დაიგეგმა 48 ერთეული ახალი მარშრუტი. ქ. თბილისის მთავრობა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ ცვლილებებზე, ცალკეული მარშრუტების დანიშნულებასა და მათ თვისობრივ განსხვავებებზე დაწვრილებითი ინფორმაციის მოსმენა-განხილვა მიზანშეწონილია მოხდეს საჟარო განხილვის პროცესში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი" ქვეპუნქტისა და 231 მუხლის ,,თ" პუნქტის, ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX და XV თავების შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ,,ქ. თბილისში მიწისზედა საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის სამარშრუტო სქემის" (დანართი1) დამტკიცებასთან დაკავშირებით. 2. ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურმა: უზრუნველყოს წინამდებარე დადგენილებისა და ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გაზეთში "24 საათი" გამოქვეყნება და ქ. თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tbilisi.gov.ge განთავსება. 3. ყველას აქვს უფლება, 20 დღის ვადაში, წარადგინოს საკუთარი მოსაზრება ,,ქ. თბილისში მიწისზედა საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის სამარშრუტო სქემის" პროექტთან დაკავშირებით ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში (მდებარე ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. N7). 4. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ქ. თბილისის მერის მოადგილეს გ. მელაძეს. 5. დადგენილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
ქ. თბილისის მერი გიორგი უგულავა
18 მარტი 2008 / 12:08
This post has been edited by da_to on 29 Mar 2008, 20:27
|