მერიამ მოსახლეობის თხოვნა ოპერატიულად შეასრულადიდი დიღმის მოსახლეობას მგაზვრობა დღეიდან გაუადვილდება. დედაქალაქის მერიამ მოსახლეობის თხოვნა გაითვალისწინა და დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან ზაარბრუკენის მოედნის მიმართულებით ახალი N114 ავტობუსის მარშრუტი დაამატა.
ახალი მარშრუტის გახსნას დედაქალაქის მერის მოადგილე, გიორგი მელაძე და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ბესო ჟღენტმი ესწრებოდნენ.
N114 ავტობუსი დიდი დიღმის მოსახლეობას ზაარბრუკენის მოედანთან მარშალ გელო-ვანის, პეკინის, თამარ მეფის და აღმაშენებლის გამზირების გავლით დააკავშირებს.
“მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მოხდა. ამ ადგილას აქამდე საერთოდ არ მოძრაობდა მუნიციპალური ავტობუსი. ახალი მარშრუტის დანიშვნით შეიძლება ითქვას, რომ მთელი დიდი დიღომი გადაიფარა. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მერიის მიერ მოსწავლეებისთვის, სტუდენ-ტებისთვის და სოციალურად დაუცველი ფენისთვის დაწესებული შეღავათები N114 ავტობუსით მგზავრობაზეც გავრცელდება,” - გიორგი მელაძე, დედაქალაქის მერის მოადგილე.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის ბესო ჟღენტის თქმით, აღნიშნულ მარშრუტზე 6 ახალი ავტობუსი ჩვეულ რეჟიმში დილის 7-დან საღამოს 11.30 საათამდე იმოძრავებს.
“N114 მარშრუტზე 6 ახალი ავტობუსი 20 წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს, მუნიცი-პალურ ტრანსპორტზე დაწესებულმა შეღავათებმა მგზავრთა რაოდენობა 2-ჯერ გაზარდა, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნებს და ვცდილობთ მათ კომფორტი შევუქმნათ.” - ბესო ჟღენტი, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი.
ახალი მარშრუტის დანიშვნით კმაყოფილია დიდი დიღმის მოსახლეობა
“ჩვენს ქუჩაზე საერთოდ არ დადიოდა მუნიციპალური ტრანსპორტი. თხოვნით მივმართეთ დედაქალაქის მერიას და ასეთ ოპერატიულ მოქმედებას არ ველოდით. დიდი მადლობა, რომ ჩვენი თხოვნა ასე სწრაფად გაითვალისწინეს,” - მადონა გაბადაძე.
მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათები კვლავ უცვლელია. სკოლამდელი და სკოლის ასაკის მოზარდებისთვის მგზავრობა უფასოა, სტუდენტებისთვის - 20 თეთრი, სოცი-ალურად დაუცველი ფენისთვის კი ტრანსპორტით სარგებლობა 10 თეთრი ღირს.
03 აპრილი 2008 / 12:25
© www.tbilisi.gov.ge
This post has been edited by da_to on 3 Apr 2008, 13:02
მიმაგრებული სურათი