კაი მახინჯი რამეა
ხო კიდევ დღეს ახალი ხაზი გაიხსნა: N112
vatman დოკუმენტს ემთხვევა.
დღეიდან შინდისის მოსახლეობას დედა-ქალაქის ცენტრთან N112 ავტობუსი დააკავშირებს. 2 ახალი ავტობუსი შინდი-სიდან ორბელიანის მოედნის მიმართულებით 40 წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს.
ახალი მარშრუტის დანიშვნა მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა. ამასთან დაკავშირებით შინდისს კრწანისის მაჟორი-ტარი დეპუტატობის კანდიდატი დილარ ხაბულიანი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი და ქალაქის მთავრობის სხვა წარმომადგენლები ესტუმრნენ.
“ვიდრე ავტობუსის საკითხი დადგებოდა, ამ სოფელში გზის პრობლემა იყო, რომელიც ათეული წლების განმავლობაში არ შეკეთებულა. აქ ავტობუსი კი არა, მსუბუქი მანქანითაც ძნელი იყო გავლა. ამიტომ ჯერ გზა მოვაწესრიგეთ და შემდეგ უკვე ავტობუსის დანიშვნის საკითხი დადგა დღის წესრიგში. მიხარია, რომ ჩემი გამგებლობის პერიოდში ამ სოფელში გზის, წყლის და ტრანსპორტის პრობლემები მოგვარდა. ახლა მიმდინარეობს გარე განათების დამონ-ტაჟების სამუშაოები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შინდისი იყოს ერთ-ერთი საუკეთესო სოფელი საქართველოში,” - დილარ ხაბულიანი - კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
დილარ ხაბულიანის თქმით, სულ მალე შინ-დისს საბავშვო ბაღი და სპორტული მოედანიც ექნება.
“ერთი კვირაც არ შესრულებულა, რაც ახალ და მეტად საპასუხისმგებლო საქმეს შევუდექი. დავდივარ უბან-უბან და ვცდილობ, გავიგო ვის რა აწუხებს და რითი შემიძლია დავეხმარო. რადგან ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ და თბილისთან ახლოს მდებარე სოფლები შემოვიერთეთ, კეთილი უნდა ვინებოთ და სოფელს ქალაქის ხიბლი უნდა შევძინოთ, ისე რომ სოფლის პეწიც არ დავუკარგოთ. სოფელს უნდა ჰქოდეს გზა, ტრანსპორტი და სხვა ინფრასტრუქტურა. თრანსპორტი დღეიდან შინდისელებს უკვე ჰყავთ და დღეიდან მათ აღარ მოუწევთ თაკარა მზესა თუ წვიმაში ცენტრალურ გზაზე ასვლა და დგომა,” - ზაალ სამადაშვილი - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.
“ავტობუსები მუშაობას დილის რვის ნახევ-რიდან საღამოს 11 საათამდე იმუშავებენ. არსებული სოციალური შეღავათები აღნიშ-ნულ მარშრუტზეც გავრცელდება,” - ბესო ნათენაძე - შპს “თბილისის ავტობუსის” ხელმძღვანელი.
მოსახლეობა ავტობუსის მარშრუტის დანიშვ-ნასთან დაკავშირებით კმაყოფილილებას გამოთქვამდა.
“სახლიდან სკოლამდე საკმაო მანძილი მაქვს გასავლელი და ჩემთვის ავტობუსით უფრო მოსახერხებელი იქნება სკოლაში წასვლა. დედაჩემი კი ქალაქის ცენტრში უფრო ადვილად ჩავა. მოკლედ ამ ავტობუსის დანიშვნა მთელს ოჯახს ძალიან გაგვეხარდა,” - თეონა მღებრიშვილი.
მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათები კვლავ უცვლელია. სკოლამდელი და სკოლის ასაკის მოზარდებისთვის მგზავრობა უფასოა, სტუდენტებისთვის-20 თეთრი, სოციალურად დაუცველი ფენისთვის კი ტრანსპორტით სარგებლობა 10 თეთრი ღირს.
This post has been edited by da_to on 22 Apr 2008, 19:45
მიმაგრებული სურათი