თბილისის ცენტრთან დაკავშირება გაიოლდათბილისის მერიის ინიციატივა ზაჰესის მოსახლეობას დღეიდან თბილისის ცენტრა-ლურ ნაწილთან დაკავშირებას გაუადვილებს – ახლად დანიშნული N113 ავტობუსის მარშრუტი ადგილობრივ მაცხოვრებლებს მგზავრობასთან დაკავშირებულ პრობლემას მოუხსნის.
ბოგდანის ტიპის 5 ავტობუსი ზაჰესიდან ავლაბრის მიმართულებით აღმაშენებლის ხეივნის, მარშალ გელოვანის გამზირის, ჟვანიას მოედნის, რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის გავლით იმოძ-რავებს. ამ რეისისთვის შედარებით დიდი ზომის ავტობუსები გამოიყო, რომელთა ტევადობა 80 ადამიანს აღწევს. კონდიცი-რების სისტემით აღჭურვილი ავტობუსები კომფორტულ მგზავრობას უზრუნველყოფენ.
მარშრუტის გახსნას თბილისის მერი გიგი უგულავა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტა-ტობის კანდიდატი გიორგი ასანიძე ესწ-რებოდნენ.
,,ჩვენ ვაგრძელებთ ავტობუსების შემოყვანას და ახალი რეისების დანიშვნას. განსაკუ-თრებით ამ თვალსაზრით შემოერთებულ ტერიტორიებს უჭირთ. აქ ერთდროულად შემოვიდა კეთილმოწყობის სამსახურიც – გზა გაკეთდა, ასევე შემოვიდა დასუფთავება. ახლა ავტობუსები დაინიშნა, რომლებიც ქალაქის ცენტრისკენ იმოძრავებენ. კიდევ ასამდე ავტობუსია შემოსაყვანი და ორი თვის განმავლობაში კიდევ 20-25 ახალი რეისი დაინიშნება” - გიგი უგულავა - თბილისის მერი.
,,მოხარული ვარ, რომ არ ჩერდება სახელ-მწიფო მექანიზმი და ყოველთვის აკეთებს იმ საქმეს, რაც ხალხის მოთხოვნებთანაა დაკავშირებული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მართლაც დიდი მოთხოვნა იყო ზაჰესიდან ქალაქის ცენტრთან დამაკავშირებელი მარშრუტის დანიშვნაზე. კიდევ ვიმეორებ - ეს პროცესი არის შეუქცევადი, ჩვენ შევეჭი-დებით იმ პრობლემებს, რომლებზეც მოსახ-ლეობიდან დიდი მოთხოვნა იქნება” – გიორგი ასანიძე - გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
ავტობუსის ახალი მარშრუტის დანიშვნის გამო ზაჰესის მოსახლეობა დიდ კმაყოფი-ლებას გამოთქვამდა.
,,აქამდე საბურთალოსკენ მიმავალი N54 მიკროავტობუსი იყო დანიშნული, რომელსაც ძალიან ბევრი მგზავრი ყავდა. ახალი მარშრუტი მართლაც საჭირო იყო მოსახ-ლეობისთვის. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მერიას ასე რომ ზრუნავს ჩვენზე. ” – იზოლდა ბრეგვაძე.
რეისის გახსნის შემდეგ ავტობუსების პირ-ველი მგზავრები მოსახლეობას ერთად თბილ-ისის მერი და მაჟორიტარობის კანდიდატები იყვნენ.
* * *
ისევ არ ემთხვევა მერიის დოკუმენტს

5 A144 ამ მაშრუტზე სრული მარაზმია, აი აქ მხოლოდ A092 არის საჭირო
სახელმწიფო ნომრებიც გაუკეთეს, ძლივს რა
მიმაგრებული სურათი
Старый друг лучше новых двух... знает как испортить настроение
Пиво бывает двух видов: халявное и за свои деньги