ნაც. მოძრაობის სიაში 86-ე ნომრად ყოფილა ჩაწერილი.
* * *
ახალი ავტობუსები გზის ახალ საფარზე
მერიის ინიციატივით იყალთოს გორის მოსახლეობას დღეიდან ახლი მარშრუტი მოემსახურება. N57 ავტობუსი იყალთოს ქუჩიდან უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებს. მარშრუტის გახსნას ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდი-დატიც დაესწრო.

"მერიამ მოსახლეობის თხოვნა გაითვალი-სწინა და ახალი მარშრუტი გახსნა. ავტობუსი იყალთოს ქუჩიდან საბურთალოს, კოსტავას, გმირთა მოედნის, ჭავჭავაძის გამზირის და თამარაშვილის ქუჩის გავლით უნივერსი-ტეტის მაღლივ კორპუსს დაუკავშირდება. ბოგდანის ტიპის 4 ავტობუსი 20 წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. საჭიროების შემთხვევაში მათი რაოდენობა გაიზრდება. ახალი მარშრუტი მოსახლეობის კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს, რაც ჩვენი სამსახურის პრიორიტეტია." - აკაკი ჯოხაძე – ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფრო-სის მოადგილე.

N57 ავტობუსით მოსახლეობასთან ერთად მერიის წარმომადგენლებმა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმაც იმგზავრეს.
"საბურთალოს ამ დასახლებაში მნიშვნელო-ვანი პრობლემა მოგვარდა. დღეიდან საბურთალოელები კომფორტულად იმგზა-ვრებენ. სტუდენტებს კი უნივერსიტეტამდე მისვლა გაუმარტივდებათ. მე რამდენიმე დღის წინ შევხვდი იყალთოს გორის მოსახლეობას და მათი უპირველესი მოთხოვნა სწორედ ახალი მარშრუტის დანიშვნა იყო. მერიამ ეს თხოვნა მოკლე დროში მოაგვარა." - გიორგი მელაძე – საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

იყალთოს გორაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მიმდიანრეობს. მოსახლეობა დედაქალაქის ხელისუფლებას ყურადღები-სთვის მადლობას უცხადებს.
"მთელი უბნის სახელით დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გიგი უგულავას, რომ ასეთი ღირსეული ადამიანი წარმოგვიდგინა მაჟორიტარად. საქმე ლაპარაკის ნაცვლად – მართლაც მისი მთავარი პრიორიტეტია. გიორგი მელაძე რამდენიმე დღის წინ მოსახლეობას შეგვხვდა და დაგვპირდა რომ დედაქალაქის ხელისუფლებას ჩვენს პრობლემებს გადასცემდა. მერიამ ძალიან მალე გაითვალისწინა ჩვენი სათხოვარი. დაგვინიშნა ავტობუსი და გზის ახალი საფარის დაგებაც დაიწყო. ყველანი კმაყოფილები ვართ. ხელისუფლება ნამდვილად ზრუნავს თავის მოქალაქეებზე." - მზია მორჩაძე.
N57 ავტობუსი დილის 7:30-დან საღამოს 11:30 საათამდე იმოძრავებს. აღნიშნულ მარშრუ-ტზე მერიის მიერ დაწესებული ყველა სოციალური შეღავათები ვრცელდება. არასრულწლოვანებისათვის მგზავრობა უფა-სოა, სტუდენტები 20 თეთრს, ხოლო სოციალურად დაუცველი მოსახლეობა კი ტრანსპორტით სარგებლობისათვის 10 თეთრს გადაიხდიან.
© Tbilisi.gov.ge