#9808433 · 28 May 2008, 21:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აი დეტალები მერია აუქციონის წესით ყიდის(ჯართად) 31 დაფს.
შპს “თბილისის ავტობუსი” აცხადებს აუქციონს შპს “თბილისის ავტობუსი” (მისამართი: თბილისი, ცაბაძის ქ. N8, მე-6 სართული) ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 6 სექტემბრის N10-54 გადაწყვეტილებით “დედაქალაქის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის დებულების დამტკიცების შესახებ” დამტკიცებული დებულების და ქალაქ თბილისის მთავრობის 2008 წლის 17 აპრილის N06.55.280 დადგენილების საფუძველზე
აცხადებს აუქციონს
შპს „თბილისის ავტობუსი“-ს ბალანსზე რიცხული ჩამოწერილი ძირითადი საშუალებების (31 ერთეული DAF-ის მარკის ავტობუსი) ჯართის (შავი ლითონის ჯართი, ალუმინის ჯართი და აკუმულატორების ტყვია) აუქციონის ფორმით რეალიზების თაობაზე.
სარეალიზებო ქონების ოდენობა: _ სარეალიზებო ქონება დაყოფილია 3 (სამი) ლოტად და აუქციონი ჩატარდება თითოეულ ლოტზე ცალ-ცალკე. დასაშვებია აუქციონში მონაწილეობა და განაცხადის წარმოდეგენა, როგორც ერთ ასევე რამდენიმე ლოტზე. ლოტი #1: შავი ლითონის ჯართი – 200 (ორასი) ტონა (სავრაუდო წონა). სარეალიზებო ქონების საწყისი ფასი: _ 300 ლარი ერთ ტონაზე გაანგარიშებით (ლოტის ღირებულება _ 60000 ლარი) ბიჯის ოდენობა: _ 20 ლარი (ერთ ტონაზე გაანგარიშებით). “ბე”-ს ოდენობა: _ სარეალიზებო ქონების საწყისი სარეალიზებო ღირებულების 40% ( 24000 ლარი). გადახდილი “ბე”-ს თანხა ჩაითვლება საბოლოო ანგარიშსწორების ანგარიშში. ლოტი #2: ალუმინის ჯართი – 3500 (სამიათას ხუთასი) კილოგრამი (სავრაუდო წონა). სარეალიზებო ქონების საწყისი ფასი: _ 2,7 ლარი ერთ კილოგრამზე გაანგარიშებით (ლოტის ღირებულება _ 9450 ლარი) ბიჯის ოდენობა: _ 0,5 ლარი (ერთ კილოგრამზე გაანგარიშებით). “ბე”-ს ოდენობა: _ სარეალიზებო ქონების საწყისი სარეალიზებო ღირებულების 40% ( 3780 ლარი). გადახდილი “ბე”-ს თანხა ჩაითვლება საბოლოო ანგარიშსწორების ანგარიშში.
ლოტი #3: აკუმულატორის ტყვია – 4235 (ოთხიათასორასოცდათხუთმეტი) კილოგრამი (სავრაუდო წონა). სარეალიზებო ქონების საწყისი ფასი: _ 0,8 ლარი ერთ კილოგრამზე გაანგარიშებით (ლოტის ღირებულება _ 3388 ლარი) ბიჯის ოდენობა: _ 0,1 ლარი (ერთ კილოგრამზე გაანგარიშებით). “ბე”-ს ოდენობა: _ სარეალიზებო ქონების საწყისი სარეალიზებო ღირებულების 40% ( 1355 ლარი) გადახდილი “ბე”-ს თანხა ჩაითვლება საბოლოო ანგარიშსწორების ანგარიშში.
|