არ ვიცი, მაგრამ ტენდერის პირობები შემიძლია დავწერო.

ტენდერი ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვაზე
1. ქ. თბილისის მერია აცხადებს ტენდერს 510 ავტობუსის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.
2. შესყიდვის ობიექტი დაყოფილის ორ ლოტად:
ლოტი #1. 360 ავტობუსი, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
• სიგრძე – არაუმეტეს 8 მეტრისა;
• სიგანე – არაუმეტეს 2.5 მეტრისა;
• სიმაღლე – არაუმეტეს 3 მეტრისა;
• კარი – 2 კარიანი (სალონის შიდა გაღების სისტემით);
• მთლიანი ადგილების რაოდენობა არანაკლებ- 45-50;
• დასაჯდომი ადგილების რაოდენობა (ნახევრად რბილი) - 21-23;
• ფერი – ყვითელი;
• ძრავი – დიზელი, დასაშვებია მინიმუმ ევრო 1 სატანდარტის შესაბამისი მონაცემებით;
• გადაცემათა კოლოფი –მექანიკური მინიმუმ 5 სიჩქარიანი;
• საჭის მექანიზმი – ჰიდროგამაძლიერებლით;
• სალონის გაგრილების სისტემა – გვერდითი გასაღები მინები და ლუქები;
• სალონის გათბობის სისტემა;
• გამოშვების წელი – 2007 წ;
ლოტი #2. 150 ავტობუსი, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
• სიგრძე – 9-12 მეტრი
• სიგანე – არაუმეტეს 2,6 მეტრისა;
• სიმაღლე – არაუმეტეს 3,2 მეტრისა;
• კარი - 2 ან 3 კარიანი (სალონის შიდა გაღების სისტემით);
• დასაჯდომო ადგილების რაოდენიბა (ნახევრად რბილი) – 31-35;
• მთლიანი ადგილების რაოდენობა არანაკლებ – 70;
• ფერი – ყვითელი;
• ძრავი – დიზელი, დასაშვებია მინიმუმ ევრო 1 სტანდარტის შესაბამისი მონაცემებით;
• გადაცემათა კოლოფი – მექანიკური მინიმუმ 5 სიჩქარიანი;
• საჭის მექანიზმი – ჰიდროგამაძლიერებლით;
• სამუხრუჭე სისტემა – ABS;
• სალონის გაგრილების სისტემა – გვერდითი გასაღები მინები და ლუქები;
• სალონის გათბობის სისტემა;
• გამოშვების წელი – 2007 წ;