სტუდენტების მადლობა თბილისის მერიას
მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასის განახევრებასთან დაკავშირებით სტუდენტები თბილისის მერიას მადლობას უცხადებენ.
ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის იურიდიულ-ეკონომიკურ ინსტი-ტუტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა პრესკონფერენცია გამართეს. მათი თქმით ტრანსპორტზე გაკეთებული შეღავათი უკვე ყველა ოჯახში იგრძნობა.
“ჩვენ დედაქალაქის მერს ნოემბერში გავუგზავნეთ მიმართვა, სადაც სტუდენ-ტებისთვის ტრანსპორტით მგზავრობის ფასზე შეღავათებს ვთხოვდით. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი თხოვნა დედაქალაქის მერიამ გაითვალისწინა და მგზავრობის ფასი გაგვინახევრა. სწავლა დაიწყო და ეს შეღავათი უკვე ყველა ოჯახმა იგრძნო,” -
თეონა ჭანიძე, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი.

პრესკონფერენციაზე სტუდენტებმა ასევე გააჟღერეს თავიანთი მოთხოვნა ტელე-კომპანია “მზის” ჟურნალისტის მალხაზ ბასილაიას განთავისუფლების შესახებ.
ქეთი ნაკაშიძე, ანანო კასრაძე, ელენე ათუაშვილი, თეონა ჭანიძე.
მთავარია ვინ იქნება შემდეგი.