დედაქალაქის მასშტაბით დღეიდან 50 ახალი "ბოგდანის" ტიპის დიდ გაბარიტიანი ავტობუსები იმოძრავებენ. თბილისის მერიამ მოქალაქეების შეუფერხებელი გადა-ადგილების მიზნით ძველი ავტობუსები ახლით შეცვალა. რიყეზე გამართულ პრეზენტაციას დედაქალაქის მერი გიგი უგულავა დაესწრო.
"ჩვენ ვაგრძელებთ 2007 წელს დაწყებულ პროგრამას, რომელიც 550 ავტობუსის შეძენას ითვალისწინებს. განვახორციელეთ ფართო-მაშტაბიანი შესყიდვა ახალი ტიპის ავტობუსებისა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს. ყოველი მათგანი აღჭურვილია კონდიცირების სისტემით და ზაფხულის ცხელ დღეეებში მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის. მერია ეტაპობრივად გააგრძელებს ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლებას." – გიგი უგულავა - თბილისის მერი.
დღეისათვის დედაქალაქს 700-მდე მუნიციპალური ტრანსპორტი ემსახურება. მათი შეცვლა სავარაუდოდ ორ თვეში დასრულდება. მოსახლეობის შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით კი თბილისს კიდევ 30 ახალი სამარშუტო ხაზი შეემატება.
"ჩვენ შემოვიყვანეთ ახალი ტიპის 50 ავტობუსი, რომლებიც თანამერდოვე იაპონური ტექნიკითაა აღჭურვილი. მაქსი-მალურად კომფორთულია, როგორც მოქალაქეებისათვის ასევე ქალაქის რელი-ეფური განლაგებისათვის." - ბესო ჟღენტი - მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი.
ახალი ავტობუსის მძღოლები ხელისუ-ფლების ამ საჩუქარს სიხარულით შეხვდნენ და მოქალაქეებს მაქსიმალური კომფორტის შექმნას და თბილისის ქუჩებში შეუფერ-ხებელ გადაადგილებას დაჰპირდნენ.
"ეს ავტობუსები თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს, არის კონდიციონერი და ფანჯრებიც იღება. რაც მგზავრებისთვის ყოველთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა. დიდი მადლობა ქალაქის ხელისუფლებას ასეთი მზრუნველობისთვის." - ტარიელ რაზმაძე - მძღოლი.
თბილისის მერია დედაქალაქის ავტო-პარკის სრულ განახლებას ორ თვეში დაასრულებს
მიმაგრებული სურათი