თბილისის მერიის ინიციატივით გარე უბნების ცენტრთან დაკავშირება გრძელდება. დღეიდან ახალი, კომფორტული ყვითელი ავტობუსები მუხიანიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებითაც იმოძრავებენ. N95 სამარშუტო ხაზი დედაქალაქის მერმა თავად გახსნა.
"ჩვენ ვაგრძელებთ მოსახლეობის შეუფერხებელ და კომფორტულ გადაადგილებაზე ზრუნვას. განვახორციელეთ ახალი ავტობუსების შესყიდვა და ეტაპობრივად ყველა ძველი ავტობუსი ახლით შეიცლება. ასევე გაგრძელდება ახალი სამარშუტო ხაზების გახსნაც. მოქალაქეები თანამედროვე ტექნიკით და რაც მთავარია კონდიცირების სისტემით აღჭურვილი ავტობუსებით იმგზავრებენ." - გიგი უგულავა – თბილისის მერი.
"ახალი სამარშუტო ხაზის შერჩევისას, ჩვენ პირველ რიგში მოსახლეობის თხოვნას ვითვალისწინებთ. N95 ავტობუსი 15 წუთის ინტერვალით, დუმბაძის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე, თემქის XI მ/რ-ის, ნონეშვილის, ჩარგლის, გურამიშვილის, დადაიანის, ჩიტაიასა და ხეთაგუროვის ქუჩების გავლით იმოძრავებს.~ - ბესო ჯღენტი – მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი.
ხაზის დამატება მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით მოხდა. მას შემდეგ რაც დედაქალაქის მთავრობამ მოსწავლეებზე, სტუდენტებზე და სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე შეღავათები დააწესა, მუნიციპალური ტრანსპორტის მომხმარებელთა რიცხვი ორმაგად გაიზარდა.
"ძალინ კარგია ახალი ავტობუსი, მე და ჩემს შვილებს უფრო გაგვიადვილდება მგზავრობა. თანაც შეღავათები დაწესდა. დიდი მადლობა ყველას ვინც ასეთი მზრუნველობა გამოიჩინა." - ნანი ხურციძე – მუხიანის მაცხოვრებელი
N95 ავტობუსით დედაქალაქის მერმაც იმგზავრა. გიგი უგულავამ მოსახლეობის პრობლემები განიხილა. პატარებს კი ჟანსაღი ცხოვრებისკენ მოუწოდა და კომბინირებული სტადიონის დამონტაჯებას დაჰპირდა
მიმაგრებული სურათი