ალბათ დაკრძალვის ბიუროს გახსნიან მაგ მშვენიერ სახლში, ფერი შერჩეული აქვს, შიგნით მთლიანად მოხატული იქნება დაკრძალვის ატრიბუტებით - კუბო, სუდარა, საფლავის ქვა და ა.შ.
სარკეები არ იქნება ამ სახლში, არ შეიძლება
ასევე მოწყობილი იქნება დაკრძალვის სახელმწიფო ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც დაყოფილი იქნება რამოდენიმე კუთხედ და განლაგდება საქართველოს სხვადასხვა-კუთხე. გამოფენილი იქნება დაკრძალვასთან დაკავშირებული სამოსი, აღჭურვილობა, ფოტოები, ქელეხის მენიუ

გიდი მოყვება დაკრძალვის რიტუალების თავისებურებებს. გიდებს ეცმევათ შავი სამოსი და შიგნითაც ვინც შევა, ყვავილები უნდა შეიტანოს

, რომლებსაც შემდეგ გაახმობენ და სახსოვრად დაკიდებენ კედლებზე სპეციალურად მიჩენილ კუთხეში. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ ასევე გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტირილის სახესხვაობებს, რომლებიც იქნება წინასწარ ჩაწერილი. აქ ასევე შეინახება "საპანაშვიდე მუსიკის" უნიკალური ჩანაწერები განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან.

შეიძლება ძალიან შავ-ბნელი პოსტია, მაგრამ ეს სახლი სხვა არანაირ ასოციაციას არ იწვევს. შავი მერსედესი კიდევ მესმის და შავი სახლი ?
მეორე ალტერნატივაა - ქართევლი კრიმინალების საზოგადოება და ქურდული სამყაროს მუზეუმი

ძალიან საინტერესო შენობა შენდება და ვერ ვაფასებთ.
This post has been edited by miau on 2 Nov 2008, 20:21