საკმაოდ საინტერესო სტატია გამოქვეყნდა Commersant.ge-ზე.
Commersant.ge–ს რეიტინტი: თბილისის ყველაზე მახინჯი შენობები
commersant.ge
თბილისის ყველაზე მახინჯი შენობები სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას. რაც შეეხება ცალკეულ ნაგებობებს, აქ პირველობას არავის უთმობს „ცენტრ პოინტის“ „სატივე,“ რომელიც დედაქალაქის ერთ–ერთ ცენტრალურ მონაკვეთში მდებარეობს და „ლაგუნა ვერეს“ გადმოჰყურებს. მას მოსდევს ავლაბრის მეტროს უკან მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც საბჭოთა პერიოდშია აგებული.
რეიტინგი 20 პროფესიონალი და დამოუკიდებელი არქიტექტორის გამოკითხვის შედეგებს ეფუძნება, რომლებიც არცერთ სამშენებლო კომპანიაში არ მუშაობენ და რომელთა ვინაობაც კონფიდენციალურად დავტოვეთ.
რაც შეეხება ე.წ. ხრუშჩოვკებს, ექსპერტების უმრავლესობის აზრით, ეს შენობები კრიტიკას ვერ უძლებს და ეს საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, ამიტომ გადავწყვიტეთ, აღნიშნული ნაგებობები, უბრალოდ, კონკურსგარეშე დაგვეტოვებინა.
შედეგად, თბილისის მახინჯი შენობების ათეული ასე გამოიყურება:
1 საცხოვრებელი სახლები სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე;
2. „სატივე“ (ცენტრ–პოინტი);
3. საცხოვრებელი კორპუსი მეტროსადგურ „ავლაბრის“ უკან (საბჭოთა პერიოდის შენობა);
4. სამხატვრო აკადემიის მაღლივი კორპუსი;
5. ჭავჭავაძის მეორე ჩიხთან არსებული შენობები;
6. „პიქსელის“ სავაჭრო ცენტრი ვაკეში (კომპანია Trans Invest Capital–ი);
7. სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ (ყოფილი სასტუმრო „ივერია“);
8. სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“ (ყოფილი სასტუმრო „აჭარა“);
9 „მამა დავითის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მშენებელობები;
10. კანცელარიის შენობა.
commersant.ge–ს რეიტინგის შესახებ კომენტარს აკეთებს არქიტექტორი ვახტანგ დავითაია: ის, რაც სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება, ქალაქგეგმარებითი გენოციდია. ამიტომ სრულიად ლოგიკურია, რომ ეს ტერიტორია თქვენი რეიტინგის მონაწილე ყველა არქიტექტორმა დაასახელა.
რაც შეეხება სატივეს, ასევე არ გამკვირვებია მისი პირველობა ცალკეულ შენობებს შორის, რადგან ეს ნაგებობა არც არქიტექტურულადაა გამორჩეული და ამასთან, მან თბილისის ულამაზესი ბორცვი ჩაკლა.
არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი: ცალ–ცალკე შენობები შესაძლოა, არქიტექტურულად მისაღები იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რამდენად ორგანულად ჯდება ის ქალაქის ორგანიზმში. მაგალითისთვის ავიღოთ სასტუმრო „ივერიის“ ახალი შენობა, რომელიც კარგია, მაგრამ ყავისფერი, შუშის ყუთი თბილისურ არქიტექტურაში ვერ ჯდება – მასში მოისპო თბილისის თემა – აივნები. ამიტომ ამ შენობის თქვენს რეიტინგში მოხვედრა სრულიად ლოგიკურია.
არქიტექტორი ლევან ბერიძე ცალკეული შენობების შესახებ კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, რადგან ფიქრობს, რომ მსგავსი სიის შედგენა სუბიექტურ მოსაზრებებს ეყრდნობა და, შესაბამისად, მაღალი რისკია, რომ მსგავსი რეიტინგი ობიექტური არ იყოს.
„რთულია თქვა, რომელი შენობაა მახინჯი, რადგან, შესაძლოა, ცალკე აღებული ნაგებობა აკმაყოფილებდეს სტდანდარტებს, თუმცა ქალაქგეგმარებითი თალსაზრისით არასწორად იყოს განთავსებული, სატრანსპორტო მოძრაობას ხელს უშლიდეს და ა.შ. ამიტომ ასეთი შენობების დასახელება საკმაოდ რთულია,“ – აცხადებს ბერიძე.
მახინჯი შენობების ათეულში მოხვედრილი კომპანიების კი რეიტინგის შედეგებს კატეგორიულად არ ეთანხმება. „ჰოლიდეი ინის“ მშენებელი კომპანია “აჭარა პლიუსის” გენერალური დირექტორის განცხადებით, არქიტექტორების შეფასება სუბიექტურია. მისივე მტკიცებით, სასტუმროს შენობა თანამედროვე არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშია და თანამედროვე თბილისის მოთხოვნებს პასუხობს. „აჭარა პლიუსის“ ხელმძღვანელის ინფორმაციითვე, „ჰოლიდეი ინი“ მსოფლიოში ცნობილი მინის მწარმოებელი კომპანიის პროდუქციითაა შემინული, ამიტომ მისთვის პრეტენზიები მიუღებელია.
წყარო:
http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=19675&ct=4ვფიქრობ საინტერესო რეიტინგია.
მე მაგალითად ამ ათეულიდან ზოგს ვეთანხმები, ზოგს არა, მაგრამ მაინც მთლიანად ჩავწერე პოლში.
აბა, დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრება. * * *
ჩემი ხმა ამას, საშინელი და უგემოვნო კომპლექსია. ბევრჯერ მიფიქრია:"არ შეიძლება დაანგრიონ და რამენაირად გადააკეთონმეთქი?!"
ესეც ძალიან უაზრო რამეა უაზრო ადგილას
This post has been edited by ZEUS on 23 Sep 2010, 10:27
მიმაგრებული სურათი