ამ ორიდან პირველის აშენება სულაც დანაშაულია.
რას დავამატებდი? არც რეიტინგს ვადგენ, არც ქრონოლოგიას ვიცავ - მაგრამ რაღაც პრინციპით მაინც დავალაგებ:
შენობები, რომლებიც ამახინჯებს ქალაქის უძველეს ნაწილს:1. ”კოპალა” - განსაკუთრებით, მანსარდების გამო
2. მეტეხის ხიდი (მძიმეა)
3. პანსიონატისმაგვარი შენობა (გორგასლის 6) ხარფუხისა და ორთაჭალის საზღვარზე, ბალნეოლოგიური ინსტიტუტის გვერდით
4. "ბერიკონი" (ხო, ეს აიღეს) და "ქალაქური" (ცუდია ”კურორტის” სტილი ამ ადგილისთვის)
5. ყოფ. პოლიკლინიკა (ვითომ-ავანგარდისტული, ნორაშენის გვერდით) და სხვა სიმახინჯეები ლესელიძეზე (ძირითად თავმოყრილია ლესელიძის სკვერის მიდამოებში): ტიპობრივი საბჭოთა პროექტით აშენებულ სკოლით დაწყებული და 1980-90-იანი წლების ”ახალშენებით” დამთავრებული
6. მრავალსართულიანი კორპუსი მეტრო "ავლაბრის” უკან
7. ორი კორპუსი ჩუღურეთში (სანაპიროზე, წმ. ნიკოლოზის ეკლესიის უკან)
8. ბარათაშვილის ხიდი (სისადავე კარგია, საშენი მასალა - სამარცხვინოა)
9. ბარათაშვილის ქუჩის მთელი მარჯვენა მხარე (არქ. ქურდიანის საცხ. სახლი და უსაშველო ჩამინული შენობა მის გვერდით)
10. სამების ტაძრის ცოკოლი (თუ რაც ჰქვია იმ საფეხურებიან ნაწილს, რაზეც დგას)
11. ავლაბრის რეზიდენცია
რუსთაველი და მიმდებარე უბანი1. ცეკავშირი
2. სახ. კანცელარია და მიმდებარე მოედანი
3. 30 წელია რაღაც კარკასი რომ დგას იაშვილის ქუჩაზე
4. ხელოვნების მუზეუმის ”ახალი” კორპუსი (მშენებარე ”კრისტალ დოუმის” გვერდით)
5. ყოფ. კავშირგაბმულობის სახლი რუსთაველზე
6. საცხოვრებელი სახლები პირველი სკოლის უკან
7. ეკონომიკის სამინისტრო (ყოფ. გამოთვლითი ცენტრი) ალექსანდრეს ბაღთან (ჭანტურიას და ვირსალაძის კუთხეში)
8. სამხატვროს ახალი კორპუსი (ადგილმდებრეობის გამო - მთაწმიდის ხედს აფუჭებს მტკვრის მხრიდან)
9. მეცნიერებათა აკადემიის/კინოს სახლის თუნუქის ვარსკვლავი და შპილი
10. ზემელის "მაკდონალდსი" (ძირითადად, გუმბათის გამო)
11. ყოფ. რესპუბლიკის მოედანი (მთლიანად) - ვნახოთ, რეკონსტრუქციის მერე რა იქნება
მთავრობის სახლსა და იმელ-ის შენობაზე არ გადამიწყვეტია, რა ვიფიქრო - ორივე საინტერესოა, მაგრამ "ლამაზი" არ არის.
ვერა"გვირაბი" კოსტავას დასაწყისში (”ამოღებული” პირველი სართულების ხარჯზე)
სასტუმრო ”ვარაზი”
გამომცემლობა ”სამშობლოს” შენობა
საცხოვრებელი სახლი (ჭოველიძის ქუჩის კუთხეში)
საცხოვრებელი სახლი მელიქიშვილზე (”ალდაგი”)
"ცოდნის" შენობა კოსტავაზე ("ევროპა")
კალათბურთის სასახლე (კუსტარული საცოდაობაა, თორემ ბევრს არაფერს აფუჭებს)
ცენტრ პოინტის სახლები სატიოს თავზე - სართულიანობის გამო არ ვიწუნებ, აიფფასიანი "იერი" აქვთ
ვაკევაკის პარკის წინა მოედანი (სახლები)
მარჯანიშვილი - თამარის ხიდი”მრგვალი” სახოვრებელი სახლი გალაკტიონის ხიდთან (წიგნის სახლის პირდაპირ)
ახალი დიდი სახლი მარჯანიშვილის თეატრის მეზობლად (უზნაძის ქ.-ის მეორე მხარეს)
სამი კორპუსი სანაპიროზე, ძველი კინოსტუდიის უკან
სიმახინჯე unlimited - საშინელი ადგილები (არქიტექტურას ვინღა დაეძებს)”თვითნაკეთი” კორპუსი-ჰორორი ოქროსუბანში (მისამართი არ მახსოვს) - წარმოიდგინეთ სახლი, რომელიც თითქოს მთლიანად ცალცალკე გაკეთებული მინაშენებისგან და "ლოჯიებისგან" არის შეწებებული - თან ზოგი უფანჯროა და გაჟის კედლებით იწონებს თავს, ზოგი კი გარეთ გამოფენილი ნიფხვების უკან არ ჩანს
ვაგზლის მოედანი
დეზერტირების ბაზრისა და სტადიონის მიმდებარე ტერიტორია
დიდუბის მოედანი
"ხრუშჩობები" (საბურთალოზე, დიდუბეში და ა.შ.)
წყნეთის ქუჩა
"კვარტლები" მთლიანად (ცალკეული შენობების გამოკლებით)
ზოგადად არ მომწონს სტალინისდროინდელი რუსულ ყაიდაზე ორ-სამ ფერში შელესილ-შეღებილი სახლები ზედ ფორმალურად ”მიკრული” ქართული ”ჩუქურთმებით”. ”ქართული სტილის” სახლები ქვით უნდა მოპირკეთდეს.
ძეგლებიყველაზე უარესი: წმ. ნინო დიღომში (თუმცა, მე პირადად რამდენიმე ისეთი ძეგლიც არ მომწონს, რომლის გაკრიტიკებას ვერ ვბედავ

)
***
ახლა, თქვენ იკითხავთ, რამე თუ მოსწონს საერთოდ ამ კაცს შედარებით ახალი, თუ მხოლოდ ნიკოლოზისდროინდელს მისტირის?
მომწონს 
:
1920-30-იანი წლების არქიტექტურა თითქმის მთლიანად (თუმცა, შედევრები მანდ არ არის)
ნეოკლასიკა (უნივერსიტეტის II კორპუსი, რკინიგზელთა კლუბი აღმაშენებელზე, ბალნეოოგიური კურორტი)
სპორტის სასხლის მთავარი ფასადი "მზეჭაბუკითურთ" (კომპოზიციურად)
ჭავჭავაძის გამზირის N9 (როგორც საცხოვრებელი სახლის ტიპი)
სტალინისდროინდელი "ქართული სტილის" ზოგიერთი ნიმუში: საბაგიროს ქვედა სადგური ზემელზე, საცხოვრებელი სახლი ნიკო ნიკოლაძის ქუჩაზე, ყოფ. ზოოვეტი ვაკეში (ატენის კუთხეში)
ფილარმონია (მიხედვა უნდა ოღონდ მინებს და განათებას)
ტელეგრაფის შენობა (რუსთაველზე)
ჭადრაკი სასახლისა და აწ დანგრეული რესტორან "არაგვის" ტიპის შენობები
მეტრო "ისნის" ზედა პავილიონი
"დინამოს" სტადიონი (აი, ისეთი შავი, ბობოქარი, როგორიც არის)
საავტომობილო გზების დეპარტამენტი სანაპიროზე
გამოფენის (”ვედეენხა”-ს) მთავარი პავილიონი (შესასვლელის კომპლექსი მთლიანად, მას შემდეგ, რაც ციოლკოვსკი მოაძვრეს)
"ბავშვთა სამყარო" ბორჯომის სადგურთან (სხვა საკითხია, რა დღეშია)
ვაკის პარკის კასკადი (ოღონდ მემრიალი და სხვა მორთულობები - არა)
ძეგლები: გურამიშვილის, ფალიაშვილის (ოპერასთან), "მუზა", "მეეზოვე" და სხვ. ჩამოგდებულებიდან - ბორის ძნელაძის ძეგლი ალექსანდრეს ბაღში.
ტელეანძა და რიტუალების სასახლე კიდევ ორი ნაგებობაა, რომელზეც ვერ გადამიწყვეტია, რა ვიფიქრო.
პოსტ-საბჭოური "სიახლეებიდან" მომწონს:
"ბატას" მაღაზია ძველი კინოსტუდიის პირდაპირ (ბორჯომის ქ.-ის კუთხეში)
ერთი-ორი ახალი სახლი ვერა-ვაკეში (თუმცა მთლად აღფრთოვანებული არ ვარ)...
ვაა!.. მეტს ვერ ვიხსენებ

ზოგიერთ პროექტსაც ვუყურებ იმიდის თვალით (დანარჩენები საშინელებაა), მაგრამ ვნახოთ, რა გამოვა. ამათგან ყველაზე საუკეთესოდ მიმაჩნია ქორეოგრაფიის ცენტრი - სადღაც რიტუალების სასახლის მიდამოებში, ფერდობზე უნდა აშენებულიყო (რა ხდება მაგასთან დაკავშირებით, ხომ არ იცით?)
ტემპერა