რა გიკვირთ ან რატომ გიკვირთ

გლობალურად რომ შევხედოთ ჩვენ ვართ ამ სამყაროს გარეუბანი, ჩამორჩენილი და განუვითარებელი პროვინცია. არადა გვინდა რომ ცენტრი ვიყოთ. ჰოდა ეს სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ცენტრს დაუფიქრებლად ვბაძავთ ყველაფერში. ჰოდა რადგანაც მიმბაძველები ვართ, დროში ყოველთვის ჩამოვრჩებით თანამედროვეობის ტენდენციებს

ჩვენ რომ მიბაძვას ვამუღამებთ, ის ტენდენცია უკვე კარგა ხნის ჩავლილია
მიბაძვა კარგია, წინსვლის და განვითარების მაპროვოცირებელია, მაგრამ ეს მიბაძვა არ უნდა გახდეს თვითმიზანი. ჩვენთან მგონი სწორედ ეს მოხდა. წინა მთავრობა განსაკუთრებით უწყობდა ამას ხელს. პირდაპირ იყო სახელმწიფო იდეოლოგიური პოლიტიკის ძირითად მიმართულებად იყო აღიარებული ევროპულის გადმოკატავება/მიბაძვა. თანაც რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს, ევროპულში იგულისხმებოდა რატომღაც ყოველთვის კლასიკური შუასაუკუნეობრივი ევროპა - არქიტექტურაში განსაკუთრებით. ამიტომ მივიღეთ გაუბედურებული აღმაშენებელი, ბათუმის მახინჯი ბავშვი პიაცად წოდებული და სხვა მრავალი.
ეს ასე ხდებოდა საქართველოში ყველა ეპოქაში - საიდანაც ძალაუფლების, ფულის და მეტნაკლები განვითარების სიო ქროდა ისტორიულად საქართველოში, იმას ვემსგავსებოდით ყოველთვის. ჩვენი ავთენტური კულტურა კი არასდროს იყო იმგვარი, რომ კულტურული ტენდენციები შეექმნა და აქეთ მოეხდინა გავლენა სხვაზე.
არაბები გვიპყრობდნენ, მათ ფულს, ენას, კულტურას ვითვისებდით. სპარსელებს ვემონებოდით - მათსას ვითვისებდით. რუსები მოვიდნენ, ახლა მათი და მათი გავლით - ფრანგების მიბაძვა დავიწყეთ. არქიტექტურაშიც ზუსტად ასე იყო. მე-19 მე-20 საუკუნეში თბილისური არქიტექტურა ევროპულს ბაძავდა, ოღონდ იქიდან გადმოჰქონდა უკვე კარგა ხნის წინ ჩავლილი არქიტექტურული ტენდენციები.
მოკლედ, ჩვენ არ გვაქვს რაღაცების უნარი. გაცნობიერებულად შეიძლება ვამბობდეთ რომ გვინდა თანამედროვე და დროის შესაბამისი აქტუალური არქიტექტურა, მაგრამ ამის უნარი და შესაძლებლობა არ მოგვყვება და ქვეცნობიერად რამდენიც არ უნდა მოინდომო, მაინც გამოგვდის ეგეთი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ან უარესი - ზურაბ წერეთლის MOMA
This post has been edited by ლ on 22 Apr 2016, 16:28