ვახუშტი კოტეტიშვილი
თბილისის ცირკთანფერუმარილით ნაფერმკრთალები
ქუჩაში დაძრწის ბედი წყეული,
თბილისის ცირკთან დგანან ქალები
და ქუჩის დახლზე უდევთ სხეული,
რომელიც თვალწინ ეღვრებათ ოფლად,
მაინც დგანან და მუშტარს ელიან.
ძნელია მურდალ მუშტართან ყოფნა,
უმუშტრობა კი უფრო ძნელია.
ქართველი, რუსი, სომეხი, ოსი
კლიენტს ღიმილით ეგებებიან.
იმათგან ბევრი არც არის ბოზი:
ზოგი დედაა, ზოგიც ბებია.
მათ სახელმწიფო ბეგრავს ყადაღით,
თუმცა ეს, მართლაც, საოცარია.
კლიენტებში კი ბევრი ჩათლახი,
ქურდი ან ძველი ნაბოზარია.
დარში, ავდარში აკანკალებით
ქუჩაში დგომა მართლაც ძნელია.
ცირკის მახლობლად დგანან ქალები
და კლიენტებად ბოზებს ელიან.
ყველაფერი ძველი კარგად დაკიდებული (ანუ განწირული) ახალია
This post has been edited by gabarzgaleba on 1 Nov 2009, 16:14