ნუ არ ვიცი გამგებელს უნდა მივმართო თუ ვის მარა რაც გვაწუხებს ამ უბანში მხოვრებ ხალხს მაინც დავწერ....
დაიგო (თან არაერთხელ ) გზები დოლიძეზე , ხილიანზე , პარარელურსა და მართობულ ქუჩებზეც და ჩვენ იოსელიანის 37-ში მცხოვრებმა ხალხმა რა დავაშავეთ?!
რაღაც 100-150 მ-ნი მონაკვეთია მეტი კი არა
ყოველთვის აყრილია და არც არავინ აგებს ....
თავ-პირს ვიმტვრევთ ჯერ კიდევ მოუყინავ მდგომარეობაში
ხოლო როცა წვიმს იმისათვის, რომ სადარბაზომდე მივაღწიოთ იქაურობის "გადაცურვა" გვიწევს ....

+ ჩვენს წინ იყო პატარა ტბა .... ზედ ამ ტბაზე დაგვიშენეს (მოიც.. ახლავე გადავთვლი ) .....
ხო 8-10 სართულიანი კორპუსი.
ნუ აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ჩვენი ფანჯრები სულ რაღაც 18-20 მეტრში ერთმანეთს უყურებენ - გვეშინია უბრალოდ ....
ეგ კორპუსი დაინგრევა , გაუბედურდება ის ხალხი ვინც მანდ იცხოვრებს და გავუბედურდებით ჩვენც .....
ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული მშენებლობა და სარდაფში უკვე წყალი დგას .....
მოკლედ მოგვხედეთ რამენაირად ..... და ის კორპუსი სანამ დროა დაანგრიეთ აშენების მაგივრად .....
ამას არამარტო იოსელიანის 37-ში მცხოვრები ხალხი გთხოვთ არამედ დოლიძეზე მაცხოვრებლებიც რომლებსაც ზედ ცხვირწინ დაუშენეს ამხელა კორპუსი ....

P.S თუ პოსტი შეუსაბამ ტოპიკში გავაკეთე - გადაიტანეთ საჭირო ადგილას .....