აგერ კიდევ ერთი სურათი.
მოკლედ ეს ერთი წინააღმდეგობის დაძლევა სჭირდებათ და დაერევიან დანარჩენ ავარიულად-წოდებულ ძეგლებს.
იმის მტკიცება, რომ ამ შენობის დემონტაჟი არ შეიძლება, ეს ყველამ იცის, მეტადრე პროექტის ავტორებმა და ფულიანმა ძიებმა.
ამიტომ ყველაზე მეტად სკანდალის აგორების ეშინიათ. ამას ნათლად მეტყველებს ბოკერიას სიტყვები - ასიათასი კაცი თუ არ გამოვა, დავანგრევთ აბა რას ვიზამთო. თავი დავანებოთ მის ცინიზმს, მისი სიტყვებიდან ხომ სიმართლე ჩანს - ეშინიათ ხალხის, ეშინიათ წინააღმდეგობის, ეშინიათ სიმართლის, იმიტომ რომ არარსებობს სამართლებრივი, კულტურული, არქიტექტურული საფუძველი რომ შენობა დაინგრეს. ყველაფერი იქით მიდის, რომ მიჩუმათდეს და ჩაიფარცხოს ამ შენობის ამბავი, ამიტომაც ოფიციალურად არავინ გამოხმაურებია ამ ამბავს, ამიტომაცაა კულუარებიდან რომ იმუქრებიან და ცინიკოსობენ მხოლოდ.
ხალხი, რომელიც ამხელა ნგრევა-შენებას წამოიწყებს, თუ იცის, რომ ის მართალია და უსამართლოდ ეწინააღმდეგებიან, ხომ დაიცავს თავის პროექტს თუ გეგმას? დაიცავს თანაც როგორ, კბილებით! ესენი კი სააშკარაოზე გამოსვლასაც ვერ ბედავენ! მათ არგუმენტები არ აქვთ. მათი მეთოდი ერთია - მაქსიმალურად ჩუმად და გახმაურების გარეშე ჩატარდეს ყველაფერი... ამიტომაც არ ეთმობა კავკასიის ეთერის მეტი ამ აქციას. მაშინ როცა, მეიდანზე ძველი შენობის საძირკვილს აღმოჩენა ერთი ზარზეიმით აღნიშნა გ. უგულავამ.
მოკლედ მათი ერთადერთი ძალა ფულია. სიმართლე კი ამ შენობის შენარჩუნების მხარესაა. ჩვენ ვიცით მათი მთავარი სისუსტეებიც. მათ ეშინიათ ხალხის უკმაყოფილების და ეს ამ ფორუმზეც დაიწერა არაერთხელ. ამიტომ ამ იარაღის გამოუყენებლობა ძალიან დიდი დანაშაული იქნება. ერთადერთი, რითიც ჩვენ შეგვიძლია დავუპირისპირდეთ, არის პროტესტი, სამართლიანი და საფუძვლიანი პროტესტი!
ამ თემაში ლაყბობით დიდი დრო გავიდა ისევ და ბევრი ვერაფერი გამოდნა წინა აქციებიდან. ვერ გამოვიდა იმიტომ, რომ პირველ აქციაზე მაგალითად ჟურნალისტები 5ჯერ აღემატებოდნენ მოპროტესტეებს.
ბევრი აღარაფერი დარჩა ამ შენობის დანგრევამდე. ჰოდა ვისაც გული შეგტკივათ, იქნებ ცოტა აქტიურად იმოქმედოთ და აქციაში მონაწილეობა სხვებსაც მოუწოდოთ? არავის ვადანაშაულებ, უბრალოდ ყველას ბევრი საქმე გვაქვს და ცოტა თუ არ გავიჭირვეთ, არაფერი გამოვა. ეს საქმე მარტო იუნკერის გასაკეთებელი რომ არ არის, აქამდეც უნდა გაგვეაზრებინა. რეალურად დღეს მხოლოდ ის აკეთებს საქმეს, ჩვენ კი ემოციურ ფონს ვქმნით აქ, ფორუმზე.
მოვა იუნკერი და დღევანდელ სიახლეებს გვეტყვის, თუ დღეს რაიმე მოხდა საინტერესო.
მოკლედ რას ფიქრობთ მომდევნო აქციაზე? თუ აქცია იქნება, უკეთესად უნდა იყოს ორგანიზებული. ამისთვის კი დროის გამონახვაა საჭირო.
აი შაბათს ან კვირას რომ აქცია მოეწყოს, ამ თემის იუზერებიდან რომელი მოხვალთ?
This post has been edited by ლლევ on 25 Jun 2008, 00:01
მიმაგრებული სურათი