აი ბოლოს რა მივწერე
მოგესალმებით
გმადლობთ შეწუხებისა და პასუხისათვის. მაგრამ ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ამ აბსოლიტურად ბუნდოვან პასუხს ძალიან დიდი ხანი დაახლოებით ერთი თვე ავრცელებს და მაინტერესებს კონკრეტულად როდის დასრულდება "ეს ეტაპი?" მაპატიეთ მაგრამ ძნელია არ იფიქრო ის რომ ამ სამსახურს არანაირი განზრახვა არ აქვს მართლა ჩართოს ეს კონდიციონერები და ასეთი არაფრის მთქმელი გამამართლებელი წინადადებებით შემოიფარგლება. ამ ფონზე, სიცხესა და ხვატში პლაზმური ეკრანებიდან მომღიმარი პინგვინები ვერაფერი გაგრილება და ნუგეშია შეწუხებული მგზავრებისათვის.
თქვენ ასევე მაცნობეთ რომ სამსახურს გადაეცით ავტობუსების დასუფთავების საკითხთან დაკავშირებით შექმნილი სამარცხვინო სიტუაცია. დიდი მწუხარებით მინდა აღვნიშნო რომ ამ მხრივ არაფერი შეცვლილა და ალბათ არც შეიცვლება. მეტიც, მე დავრეკე ამ სამსახურის ცხელ ხაზზე და ვიკითხე თუ როდის დაიწყება ავტობუსების სალონების დასუფთავება. რაზეც მივიღე აბსოლიტურად ურცხვი სიცრუე რომ ისინი ყველა სტანდარტის დაცვით სუფთავდება. არადა ყველამ იცის რომ ამაში მხოლოდ ცოცხი იგულისხმება. სალონის შესაბამისი სტანდარტებით დასუფთავებაში კი იგულისხმება:
*იატაკის მორეცხვა ხსნარით ან წყლით მაინც (და არა დაგვა)
*სკამების გაწმენდა სპეციალური ხსნარით (და არა იატაკისვე ცოცხით მიგვა)
*ფანჯრების გაწმენდა სპეციალური ხსნარით (და არა მშრალი ჩვრის გაქაქუნება)
თქვენ თავად შეგიძლიათ აბრძანდეთ ნებისმიერ ავტობუსში, განსაკუთრებით შედარებით ძველ დაფებსა და ბოგდანებში და თუ რომელიმე ზემოთჩამოთვლილი ღონისძიების კვალს აღმოაჩენთ დიდად გამიკვირდება.
იმედია ასე დაღეჭვა-დაკონკრეტებით მაინც შევასმენთ რამეს მათ და თბილისელებს ექნებათ ღირსეული საზოგადოებრივი ტრანსპორტი რომელსაც ისინი იმსახურებენ და რომლის ღირსეულ კონდიციამდე მიყვანას ნამდვილად ნაკლები თანხა ჭირდება ვიდრე უსარგებლო მონიტორების ყიდვას.
პატივისცემით
და იმათ რა მიპასუხეს

:D:D:D
mogesalmebiT batono grisha
kidev ertxel gadavecic transportis saqalaqo samsaxurs tqveni txovna da
mati informaciit agnishnuli problema male mogvardeba.
საინტერესო კი ისაა რომ "გმადლობთ რომ სარგებლობთ თბილისის პორტალით" აღარ დაუწერიათ