ავტობუსების მარშრუტები თბილისის ყველა უბანს მოიცავს, თუმცა მოსახლეობა ხაზების დამატებას ითხოვს. დედაქალაქის მერია ყველა უბნის მაცხოვრებელთა მოთხოვნებს ითვალისწინებს და მათ ეტაპობრივად ახორ-ციელებს.
დღეიდან ავჭალის მოსახლეობას ქალაქის ცენტრთან დაკავშირება კიდევ უფრო გაუადვილდება. მერიის დახმარებით N70 ავობუსის მარშრუტი დაინიშნა, რომელიც ავლაბრის მეტროს გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის ქუჩის, ჩიტაიას მოედნის, კიევის ქუჩის აღმაშენებლის გამზირის, ელბაქიძის აღმართის, ასევე რუსთაველისა და პუშკინის ქუჩების გავლით დაუკავშირ-დება.
ახალი მარშრუტის პრეზენტაციას დედა-ქალაქის მერი გიგი უგულავა, მისი მოადგილე ნიკოლოზ ხაჩირაშვილი და ქალაქის ხელი-სუფლების სხვა წარმომდგენლბი ესწრებოდ-ნენ.
"ამ უბანში მეტრო არ არის ამიტომ აქ ავტო-ბუსების მარშრუტებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროგრამას. უკვე ჩამოვიდა პარტია რაც შარშან შევისყიდეთ. დედაქალაქს დამატებით 500 ავტობუსი შეემატა. ყოველდღიურად იხსნება ახალ-ახალი მარშუტები რათა ყველა უბნები ერთ-მანეთთან იყოს დაკავშირებული." - გიგი უგულავა – თბილსის მერი.
"აქ მაცხოვრებლებს ჰქონდათ თხოვნა რომ ქალაქის ბოლოს ერთი ტრანსპორტით და-კავშირებოდნენ და ეს მარშუტიც ამ მოთხოვნებს ითვალისწინებს. მოსახლეობა ყოველდღიურად რწმუნდება რომ ჩვენი საქმის კეთებას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ ადგილზე ვეცნობით მოსახლეობის პრობლემებს და მერიის დახმარებით ახლო მომავალში ვაგვარებთ მათ." – ნოდარ სანდუხაძე – გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებელი.
სხვადასხვა მარშრუტების გახსნასთან ერთად იზრდება დასაქმებაც. ახალ ხაზზე 7 მანქანა - 17 წუთის ინტერვალით იმოძრავებს, რაც მოსახლეობის კიდევ უფრო კომფორტულად გადაადგილებას შეუწყობს ხელს.
"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მერიას ასეთი საჩუქრისთვის. მართლაც უდიდესი შეღავათია ჩემთვის ამ ტრანსპორტის და-ნიშვნა. თან ბევრი მანქანაა და დიდხანს ლოდინი არ დაგვჭირდება. კარგი იქნება გადასასვლელ ხიდთანაც თუ მოხდება დაკავ-შირება."- მარინა მელქუაშვილი.
ახალი მარშრუტების გახსნა მომავალშიც იგეგმება.