მეტრო არ იგვიანებს, მაგათ ეგეთი გრაფიკი აქვთ. სარმოს 8 საათიდან იზრდება ინტერვალები საფეხურებრივად და ღამის 11 საათისთვის 10-12 წუთამდე ადის. ღამის 11 საათიდან 15 წუთსაც აჭარბებს.
ასევეა დილითაც. დილის 6 საათზე 10 წუთიანი ინტერვალი აქვთ და ნელნელა ჩამოდის 6 წუთამდე.
ავტობუსის სალაროს რაც შეეხება, ჩვენი მოსახლეობა კიდევ კაი ხანს იქნება ხურდის გარეშე. 1 თვის წინ დაიწყო გაფრთხილება სალაროების ამუშავებაზე და ხურდის ქონაზე, მაგრამ ხალხი ისევ ისე ამოდის. ხოდა მძღოლები და სალაროს მიმაგრებული სტუდენტები ხურდის არქონის გამო, უფასოდ უშვებენ მგზავრებს.
ალბათ მალე მძღოლები გაიჩენენ ხურდას და უკვე იმ ხალხს, ვისაც მომზადებული არ ექნება სამგზავრო ფული, თავის ჯიბიდან დაუხურდავებენ და შესაბამისად, მგზავრობის ასე გადახდილი საფასურიც მძღოლის ჯიბეში ჩაჩხრიალდება.
ხო, იმ მარშრუტებზე, რომლებზეც ხალხის ნაკადი მცირე იყო, მძღოლებს უხარიათ გეგმის მოხსნა. ისეთ მარშრუტზე მომუშავე მძღოლები, რომლებსაც ბევრი ხალხი გადაჰყავდათ, უკმაყოფილოდ ბუზღუნებენ - დღეში 30-40 ლარი რჩებოდათ მოტეხილი...\
ისე, სასაცილო არაა, მაგრამ კაი სანახავია ქრონიკულად უკმაყოფილო და არაკომპეტენტური ხალხის მონოლოგები ავტობუსებში. ამ სალაროებმა ხალხს ახალი გულის მოაფხანი გაუჩინა