აქ წერას მას მიწერეთ არ სჯობია?
თუ თქვენთვის ცნობილი გახდა მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომელთა კანონსაწინააღმდეგო ქმედება აუცილებლად დაგვიკავშირდით მერიის ცხელ ხაზზე ტელ: 72 22 22 ან მოგვმართეთ მერიის პორტალს: www.tbilisi.gov.ge
1 თებერვლიდან მუნიციპალურ ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა საკონტროლო- სალარო აპარატის მეშვეობით მოხდება. იკრძალება მძღოლთან საფასურის გადახდა.
როგორ შევიძინოთ ავტობუსში ბილეთი ?
ბილეთის შეძენა უნდა მოხდეს ავტობუსში ასვლისას.
მგზავრი, რომელიც არ სარგებლობს შეღავათით, სალარო-აპარატთან მისვლისას ტარიფის ასარჩევი ღილაკის საშუალებით ირჩევს 40 თეთრიან ტარიფს, ბილეთის რაოდენობის ასარჩევი ღილაკით ირჩევს შესაძენი ბილეთების რაოდენობას, რის შემდეგაც სალაროს ეკრანზე გამოისახება იმ თანხის რაოდენობა, რომელიც საჭიროა მგზავრის მიერ არჩეული ბილეთების რაოდენობის შესაძენად. სალარო-აპარატში ყოველი მონეტის ჩაგდების შემდგომ (სალარო-აპარატი ღებულობს საქართველოში მოქმედ ყველა მონეტას) ეკრანზე გამოისახება გადასახდელი, გადახდილი და დარჩენილი გადასახდელი თანხის ოდენობა. თანხის მთლიანად გადახდის შემდგომ სალარო ბეჭდავს ბილეთს (ან ბილეთებს). ფულის ჩაყრის დროს შეიძლება შეწყვიტოთ ოპერაცია ღილაკზე (გაუქმება) დაჭერის საშუალებით, რის შემდეგაც სალარო უკან დააბრუნებს ჩაყრილ მონეტებს.
ფასდაკლების ახალი სისტემა მუნიციპალურ ტრანსპორტში
ფასდაკლების სისტემით სარგებლობა შეუძლიათ პლასტიკური ბარათებით მოსარგებლე მგზავრებს.
ფასდაკლება მოქმედებს შემდეგნაირად:
პირველი მგზავრობა – 40 თეთრი;
მეორე მგზავრობა – 30 თეთრი;
მესამე მგზავრობა – 20 თეთრი;
ყოველი მომდევნო მგზავრობა – 20 თეთრი.
ფასდაკლების მისაღებად მნიშვნელობა არა აქვს მგზავრობთ მეტროთი თუ ავტობუსით.
ყოველ მომდევნო დღეს მგზავრობის ათვლა ხდება თავიდან.
როგორ შევიძინოთ პლასტიკური ბარათი და მოვახდინოთ მასზე თანხის დეპონირება ?
პლასტიკური ბარათის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ მეტროს სადგურში, სადაც ხორციელდება ჟეტონების რეალიზაცია. ბარათის შეძენის შემდეგ მგზავრი თავისთვის სასურველ ნებისმიერ თანხას იხდის სალაროში. შედეგად იგი იღებს პლასტიკურ ბარათს, რომელზედაც დატანილია გადახდილი თანხის ოდენობა. პლასტიკური ბარათის ღირებულებაა 2 ლარი, მისი გამოყენება შეიძლება უვადოთ.
როგორ გადავიხადოთ მგზავრობის საფასური პლასტიკური ბარათით ?
თითოეულ საკონტროლო-სალარო აპარატზე დამონტაჟებულია პლასტიკური ბარათის წამკითხავი მექანიზმი და ეკრანი. პლასტიკური ბარათი არ საჭიროებს წამკითხავთან ფიზიკურ კონტაქტს, საკმარისია ბარათი ახლოს (5 სმ. რადიუსში) მივიტანოთ მასთან და აპარატი ამობეჭდავს ბილეთს. ეკრანზე გამოისახება და ბილეთზე დაიბეჭდება ბარათზე დარჩენილი თანხის რაოდენობა.
თუ თქვენთვის ცნობილი გახდა მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომელთა კანონსაწინააღმდეგო ქმედება აუცილებლად დაგვიკავშირდით მერიის ცხელ ხაზზე ტელ: 72 22 22 ან მოგვმართეთ მერიის პორტალს: www.tbilisi.gov.ge
http://www.tbilisi.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=2191 This post has been edited by gast on 8 Feb 2009, 02:01