იმ დასკვნამდე მივედი, რომ 2013 წლამდე ტრამვაის სარეკლამო კამპანიის დაწყებას აზრი არ აქვს.
ტრამვაის აღსადგენად ჯერ მერიამ უნდა გადალახოს ფსიქოლოგიური ბარიერი და შეცდომა აღიაროს, ამისათვის კი მინიმუმ 3 წლიანი მუშაობაა საჭირო, რასაც აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ 4 წელიწადში პრეზიდენტიც შეიცვლება, მერიც და ჟუჟუნაც   
 
 მანამდე კი მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ 2013 წლისთვის მოვემზადოთ.
1) შევადგინოთ მეტროსა და ტრამვაის (კომბინირებული ქსელის) სამომავლო სქემა_ რასაც უკვე ვაკეთებ.
2) დავგეგმოთ სარეკლამო  კამპანია 2013 წლისთვის, მოსახლეობაში ტრამვაის პოპულარიზაციისათვის, რადგან ტრამვაისადმი წინააღმდეგობა საზოგადოების უმეცრებით (არაინფორმირებულობით) არის გამოწვეული.