სამან სისულელეს დამაბრალებ, კარგად წაიკითხე მე რა დავწერე.
მე არ მითქვამს, რომ ტექნიკური მონაცემებით T3 KTM.5-ს ჯობია. მე ვთქვი, რომ თბილისში 1960-იან წლებში კიევის და მოსკოვის მსგავსად რომ დაეწყოთ ტატრების შემოყვანა RVV-ების ნაცვლად, თბილისში ისეთი სწრაფი ტემპით აღარ დაიწყებოდა ტრამვაის სისტემის დეგრადაცია მეთქი.
შენ კი ტატრას ხსენებაზე ირევი და მოყვები ხოლმე ტატრას ლანძღვას.
1960-იან წლებში, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა KTM.5 (1969 წლამდე), მოსკოვში და კიევში დაიწყეს ტატრების შეყვანა (მოსკოვი 1959 T2, კიევი 1960 T2, 1964 T3). ტატრა-2 იმდენად ჯობდა სხვა ტრამვაიებს, რომ მოსკოველებს ვერც კი წარმოედგინათ რომ ტრამვაი შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი კომფორტული. მოსკოვში ახლაც აღიარებენ, რომ მოსკოვის ტრამვაის ქსელის შენარჩუნება ტატრას დამსახურებაა.
ეს კიევის ტატრებია.
კიევი, 1960წ გამოშვებული T2SU

კიევი, 1965წ. გამოშვებული T3SU