ტრამვაის დისკრედიტაცია გამოიწვია არა ავტობუსის და მანქანის არსებობამ, არამედ იმან, რომ ავტობუსების და მანქანების მზარდი ტექნიკური დონის ფონზე ტრამვაი ისევ ისეთი რჩებოდა, როგორიც გამოგონებისას იყო (1879). ამიტომ 1920-იანი წლებიდან ამერიკასა და ევროპაში დაიწყო ლაპარაკი ტრამვაის გაუქმებაზე. ამის საპასუხოდ 1929წ. ამერიკის ტრამვაის კომპანიების მფლობელთა კონგრესზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ახალი უნიფიცირებული ვაგონის შექმნაზე, რ-იც 1934წ გამოუშვეს (PCC-პი სი სი).
1922წ. მოსკოვშიც ალაპარაკდნენ ტრამვაის გაუქმებაზე. მაგრამ ამას ხელი იმან შეუშალა, რომ 60-იან წლებამდე სსრკ-ში ავტობუსების და ტროლეიბუსების წარმოება მცირე იყო, ხოლო საბჭოთა მოქალაქეებს ხელი არ მიუწვდებოდათ ავტომობილზე.
ამიტომ 1950-იანი წლებიდან სსრკ-ს ქალაქებში დაიწყეს ტრამვაის არა გაუქმება, არამედ ნაკლებად დატვირთულ პარალელურ ქუჩებზე გადატანა.
1960-იან წლებში ავტობუსების და ტროლეიბუსების წარმოება გაიზარდა, ასევე გაიზარდა ცხოვრების დონე და შემცირდა ტრამვაის მგზავრთა რაოდენობა.
1960-იან წლებში დაიწყო სსრკ-ს ქალაქების ცენტრალურ უბნებში ტრამვაის გაუქმება.
TramwayMan ტრამვაის დეგრადაცია არ ნიშნავს ტრამვაის სისტემის სრულ დახურვას. ტრამვაის ქსელის დეგრადაციაა მისი შეკვეცაც, რაც თბილისში და მოსკოვში 1991 წლიდან არ დაწყებულა.
1960-იანი წლებიდან დაიწყო ქალაქის ცენტრში ტრამვაის ხაზების გაუქმება, რ-იც 1991 წლიდან ქაოსმა და პოლიტიკოსთა იაფფასიანმა პოპულიზმმა უფრო დააჩქარა.
* * *
პრაღა, პოდბაბა.

T3R.PV, Narodni divadlo

T3R.PV-Anděl