სტამბულში ბევრნაირი ტრამვაი დადის. უმეტესობას გერმანიიდან ჩატანილი მეორადი დუევაგები შეადგენს, თუმცა სტამბულის ვაგონებს შორის საუკეთესო Bombardier flexity svift არის. თანამედროვე ვაგონებია, მაგრამ დიდად არაფრით გამოირჩევა. დანარჩენ ბომბარდირებთან შედარებით ძალიან მახინჯი, უღიმღამო დიზაინის ვაგონია. გამოირჩევა თავისი სახსრით, რომელიც სპეციალურად ამ მთაგორიანი ქალაქისთვის ააწყვეს, მაგრამ რაღაც უცნაური, გართულებული კონსტრუქცია აქვს. არ მესმის რა საჭიროა ორმაგი სახსარი. ხომ შეეძლოთ უბრალოდ ტელეჟკიანი სახსარი გაეკეთებინათ?...
ასევე შესახსრული ვაგონის კვალობაზე საკმაოდ მოკლეა, რის გამოც სულ გადაბმულები არიან და ასე 2-2 დადიან ტატრებივით.
ასევე ვაგონს ძალიან აუშნოვებს სახურავზე დამაგრებული ტექნიკა.
სტამბულში აქვთ ჩიხური მოსაბრუნებლები და ორმხრივი მართვის (2 კაბინიანი) ტრამვაიები დადიან. ჩიხური მოსაბრუნებელი ერთის მხრივ კარგია, რადგან ყველგან ვერ ხერხდება წრიული მოსაბრუნებელი მარყუჟის გაკეთება, ხოლო ჩიხური მოსაბრუნებლების მოწყობა ნებისმიერ ვიწრო ქუჩაზეა შესაძლებელი, მაგრამ ის, რომ ვაგონებს 2-ჯერ მეტი კარი და კაბინა აქვთ, არაეკონომიურია.
Bombardier flexity svift
* * *
ნოვოსიბირსკი

შპალები კი ფუჭდება, მაგრამ ბუნებრივ წყალსატევში ტრამვაი რომ დადის ძალიან მომწონს.
თურმე ამ ტბორში თევზებიც კი დაცურავენ.