ყველაზე დიდია ალბათობა, რომ თბილისის ტრამვაის აღდგენით გერმანული, ან ჩეხური კომპანია დაინტერესდება.
გერმანიაში საკმაოდ გავრცელებულია ტატრა KT4D. ალბათ აღმოსავლეთი გერმანია სულ ტატრებით მარაგდებოდა...
აბა დაფიქრდით, რატომ შემოიყვანს თბილისში გერმანელი დაბალძირიან ,,დუევაგ"-ებს, ,,გოთა"-ებს ან ,,ბომბარდირებს"(რომლებიც თვითონაც ვერ უყიდიათ), მაშინ, როდესაც ჰყავს უფრო ძველი და მაღალიატაკიანი ტატრები?!
რა თქმა უნდა ტატრებს მოიცილებს, ჩვენზე გაასაღებს და თავისთვის უკეთესებს დაიტოვებს.
თუმცა არც მათი ტატრებია ნაგავი. საკმაოდ კარგადაა მოვლილი და შენახული. გერმანიაში ომის დროს ბომბები რომ ცვივოდა და გერმანელები სამალავში გარბოდნენ, გაზონებზე არ გადადიოდნენ. გაზონებს გვერდს უვლიდნენ, ყვავილები არ გავაფუჭოთო და ხომ წარმოგიდგენიათ, ტრამვაის გამომგონებლის ქვეყანაში ტრამვაი რა პატივში ჰყავთ.
ასეც რომ არ იყოს, ეს ტატრები ჩვენი ქალაქისთვის მისწრებაა.
KT4D ბერლინი


ეს ლაიფციგია. ამ T3-ებს გერმანული მოდერნიზების გამო ტატრას სახე დაკარგული აქვთ. პრაღის ტატრები ჯობია, მაგრამ თბილისისთვის ესეც გამოდგება.
ყოველ შემთხვევაში, დასაწყისისთვის, 1-2 მარშრუტზე ამათ რომ იარონ, არაფერი უჭირს და 10-15 წლის მერე კი დადგება ქვეყანა ფეხზე და შეცვლიან.