ეეჰ, ტრამვაის კი არა იმას ეღირსებით თქვენ ასე ხუმრობების გარჩევასაც თუ ორი გვერდი მოუნდით.... მოკლედ, როგორც ვხედავ საქმე ადგილიდან არ განძრეულა ბოლო ორი კვირის მანძილზე, ისევ ტატრებისტების და კატეემებისტების ჩხუბი, სწორად და არასწორად გაგებული ხუმრობები, გაბუტვები და შერიგებებია

კიდევ მიკვირს რომ თემა არ ჩავარდა ამდენ ხანს, თუმცა მგონი ამისკენ მიდის ასე თუ გაგრძელდა, ტატრას, ტრამვაიმენს და ოსტატს 37-ე გაბუტვის შემდეგ მობეზრდებათ ერთმანეთში ჩხუბი, ბოლოს ერთხელ კიდევ განადიდებენ საკუთარ ტატრებს და კატეემებს და თემაც მოკვდება.
ვიღაც მახსოვს მგონი ლოგოს დახატვას აპირებდა, რაღაც სლოგანებიც გვქონდა, ცოტაც და რაღაცაზე შევთანხმდებოდით და რამეს ვიზამდით, მაგრამ რა გინდა? რაც პირველი 5 გვერდი წაგიკითხავს ამ თემის, შეგიძლია აღარ გააგრძელო, იგივე მიდის ბოლოშიც. ეს თემა უჩვენებს რატომ არ გამოდის ზოგადად საქართველოში საქმეები:
1) არ შეგვიძლია ქართველებს ერთ თემაზე საქმიანი და თანმიმდევრული დისკუსია, ცოტას ვილაპარაკებთ საქმეზე და მერე მივედ-მოვედებით ყველაფერს ისე რომ მთავარი საკითხი გვავიწყდება, თან ყველაფერზე ერთბაშად ვლაპარაკობთ და არა ისე როგორც ევროპელები, ჯერ ერთ საკითხზე რომ იმსჯელებენ, შეთანხმდებიან, შემდეგ გადადიან შემდეგ საკითხზე.
2) არ გვაქვს კომპრომისის კულტურა - დისკუსიის არც ერთ მონაწილეს არ უნდა ცოტათი მაინც დათმოს საკუთარი პოზიცია საბოლოო შეთანხმების მისაღწევად, ყველა დარწმუნებულია რომ მარტო მან იცის ჭეშმარიტება და თავი მოაქვს საკუთარი კომპეტენტურობით - ეს განსაკუთრებით ტრამვაიმენს ეხება.დისკუსია გადადის პიროვნულ წყენაში.
3) ლაპარაკი იცოცხლე, მაგრამ საქმის გაკეთება კი ყველას ეზარება. მაგალითად ტატრას ამდენი სურათის დაყრას ერთი ლოგო რომ დაეხატა და დაეგდო ეს ამ თემას მგონი უფრო მეტად წაადგებოდა ვიდრე მისი დაგდებული T3-ის ყველა სურათი ერთად.
ასე კეთდება (უფრო სწორად არ კეთდება) ქართულად საქმეები.
გვინდა კი მართლა ტრამვაი?
* * *
აშკარაა, რომ ამ თემამ უკვე ამოწურა თავისი შესაძლებლობები. თუ შესაძლებელია რომ ფორუმზე შევთანხმებულიყავით იმაზე, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა ტრამვაის აღდგენის საქმეში, მაშინ აქამდე შევთანხმდებოდით უკე კაი ხანია. ახლა კი ეს თემა კიდევ 20 გვერდი რომც გაგრძელდეს (რაც აღარ მგონია), იქნება ზუსტად იგივე რაც აქამდე დაიწერა. თუმცა ყოველ შემთხვევაში, ერთი ფუნქცია ამ თემამ შეასრულა: ააგდო ტრამვაის თემა და შეკრიბა ხალხი ვინც ამით დაინტერესებულია.
ახლა ჩემი აზრით თუ გვინდა მოქმედება და არა მარტო ლაპარაკი, მაშინ ჯობია შევიკრიბოთ ამ თემის მონაწილეები და მოვიფიქროთ რა ვქნათ, მერიას მივმართოთ, ხელმოწერები შევაგროვოთ თუ რა. ასე უფრო შევთანხმდებით რამეზე.
* * *
P.S. აი საინტერესო საიტი
http://photo.tramvaj.ru/zakavkazye.htm
Real SAABs don't leak. They just mark their territory.