#24180812 · 25 Feb 2011, 12:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყაზახურმა "სილქროუდ ჯგუფმა" საქართველოში წარმომადგენლობა გააუქმა 18:04 24.02.2011
ყაზახურმა "სილქროუდ ჯგუფმა" საქართველოში წარმომადგენლობა გააუქმა.
კომპანიაში "პირWელს" დაუდასტურეს, რომ "საქართველოში "სილქროუდ ჯგუფის" წარმომადგენლობა ლიკვიდირებულია".
"კომპანიის წარმომადგენლობის ლიკვიდაცია 2010 წლის ბოლოს განხრციელდა, ამის კონკრეტულ მიზეზებს კი ვერ გეტყვით", - განუცხადეს "პირWელს" კომპანიაში და იქვე დასძინეს, რომ "სილქროუდი" უკვე არსებულ პარტნიორებთნ კავშირის გაწყვეტას არ აპირებს.
ამასთან, რა ბედი ეწევა საქართველოში "ტრამპ თაუერის" მშენებლობას, რომელიც "სილქროუდს" უნდა განეხორციელებინა, კომპანიაში არ აკონკრეტებენ, თუმცა ცალსახად აცხადებენ, რომ "ამერიკელ მილიარდერ დონალდ ტრამპსა და დეველოპერულ კომპანია "სილქროუდ ჯგუფს" შორის გასულ წელს გაფორმებული მემორანდუმი თბილისში საცხოვრებელი სახლის აშენებას არ გულისხმობდა".
"თქვენ ნამდვილად იცით იმ მემორანდუმის შინაარსი, რომელიც გაფორმდა?! დოკუმენტი მხარეებს შორის თანამშრომლობას და პროექტების განხილვას გულისხმობდა და არა უშუალოდ კომპლექსის მშენებლობას, თუმცა საქართველოში წარმომადგენლობის გაუქმება თანამშრომლობას ხელს არ შეუშლის", - განუცხადეს "პირWელს" კომპანიის წარმომადგენლობაში.
ამასთან, თბილისში "ტრამპ თაუერის" მშენებლობასთან დაკავშირებით მერიის არქიტექტურის სამსახურში "სილქროუდ ჯგუფს" განაცხადი ამ დრომდე არ შეუტანია.
პროექტთან დაკავშირებულ ინფორმაციას არც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ფლობენ.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 22 სექტემბერს პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით, დონალდ ტრამპმა დეველოპერულ კომპანია "სილქროუდ ჯგუფთან" თბილისში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
ცნობისთვის, "სილქროუდ ჯგუფი" დარეგისტრირებულია, როგორც სავაჭრო მარკა და ჯგუფში შემავალი კომპანიების მიერ განხორციელებულ საქმიანობაში გამოიყენება. ჰოლდინგი "სილქროუდი" მასში შემავალი კომპანიების ინტერესების კონსოლიდირებისთვისაა დაარსებული. აღნიშნული ინტერესები ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტირების და სავაჭრო სფეროებს, საკვები პროდუქციის ბაზარს, უძრავ ქონებას, ფინანსურ მომსახურებას, ინვესტიციებს და კორპორატიულ სერვისებს მოიცავს.
"სილქროუდ ჯგუფი" საქართველოში სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიის" მფლობელია.
|