შეგახსენებთ, რომ დღეს ერთობ ღირშესანიშნავი თარიღია
ჩვენს ისტორიაში.
1921 წელს 18-19 მარტს დასრულდა სოვეტური რუსეთისა და თურქეთის ინტერვენცია საქართველოს წინააღმდეგ.
მოგეხსენაბათ, 24 თებერვალს ჟორდანიას მთავრობა ტფილისიდან გაიქცა, და უკვე 25 თებერვალს (გადამწყვეტი მომენტი) ქართველი გენერლებისგან შემდგარმა დამოუკიდებლობის კომიტეტმა (დამკომმა) განაცხადა მთავრობის გადაყენებისა და მთელი ძალაუფლების დამკომის ხელში გადასვლის შესახებ.
დამკომის ხელმძღვანელობით მოგერიებულ იქნა წითელი არმიის შეტევა ტფილისზე.
ახალი ბიძგი მიეცა წინააღმდეგობის მოძრაობას კახეთსა და დუშეთის მაზრაში.
შემდგომი მოვლენები ასე განვითარდა:
28 თებერვალს საქართველოს ჯარებმა ფრანგული ესკადრის დახმარებით წითლები გამოყარეს გაგრიდან.
8 მარტს ბოლშევიკებმა (რევკომმა) კოალიციური მთავრობის შექმნა შესთავაზეს ჟორდანიას. ეს უკვე აგრესორის სისუსტის ნიშანი იყო.
10 მარტს რუსებს ჩაუვარდათ იერიში ქუთაისზე (აქ სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის მოხალისეთა რაზმებმა იყოჩაღეს).
17 მარტს გრიგოლ ლორთქიფანიძემ (ჟორდანიას თავდაცვის მინისტრმა) და წითლების ემისარმა, აბელ ენუქიძემ ქუთაისში ხელი მოაწერეს საზავო ხელშეკრულებას.
ამ ხელშეკრულების საფუძველზე, დამკომმა18 მარტს წითელი არმიის კაპიტულაციის შესახებ განაცხადა.
ამ ისტორიული დრამის ფინალური აქტი ბათუმის გარშემო განვითარდა:
23 თებერვალს ქემალისტურმა თურქეთმა ულტიმატუმი წაუყენა საქართველოს და ართვინ-არტაანი დაატოვებინა.
თავიდან თურქები, რუსების სწრაფი დაწინაურების მოლოდინში, ბათუმის დაკავებას არ აპირებდნენ. მაგრამ 7 მარტს იქაც შევიდნენ. 16 მარტს მათ ბათუმის ანექსიის შესახებაც კი განაცხადეს, მაგრამ უფრო უიმედობის გამო.
საქმე იმაშია, რომ ინგლისმა, რომელმაც კავკასია თითქოს დატოვა, და 16 თებერვალს მოსკოვთან სავაჭრო ხელშეკრულებაც კი დადო, ქართველთა წარმატებების ფონზე სწრაფად შეიცვალა პოზიცია: იმავე დღეს (16 თებერვალს) მან (ცხადია, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე) ზეწოლა მოახდინა თურქეთზე და აიძულა ბათუმი კვლავ საქართველოსთვის დაეთმო. თურქები დათანხმდნენ, მაგრამ ქალაქის დატოვებას არ ჩქარობდნენ, ამიტომ 18 მარტს გენერალ მაზნიაშვილის მეთაურებით დაიწყო საბრძოლო ოპერაცია ბათუმის განთავისუფლებისათვის. ხელჩართული ბრძოლა ქალაქის ქუჩებში მიმდინარეობდა.
ჟორდანიას მთავრობა კი (დამკომის შიშით) იმავე დღეს იტალიური გემით სასწრაფოდ გაიქცა ბათუმიდან. ცხადია, ემიგრაციაში ის კიდევ დიდხანს პოზიორობდა საქართველოს ერთადერთი კანონიერი მთავრობის როლში, მაგრამ, ფაქტიურად, მას ამ სახით აღარავინ აღიარებდა.
მაზნიაშვილის ოპერაცია 19 თებერვალს წარმატებით დასრულდა.
ორ აგრესორთან უთანასწორო ბრძოლას მძიმე შედეგი მოჰყვა საქართველოსთვის. მათ არ მოისურვეს ნადავლის გარეშე წასვლა: რუსეთმა ფორმალურად თითქოს ”ხელები დაიბანა”, სინამდვილეში კი თავისი სატელიტების, ახლადგასოვეტებული აზერბაიჯანისა და სომხეთის სახელით მიიტაცა ზაქათალა და ლორე, ხოლო თურქეთმა - ართვინი და არტაანი.
ჯავახეთზე თურქებმა თვითონ თქვეს უარი (რადგან შიშობდენენ, რომ რუსეთი, რომელიც ახლა სომხეთს აკონტროლებდა, სომხური ანკლავის გამო მათ პრობლემებს შეუქმნიდა). ბათუმი, როგორც ვთქვით, ძალით დაატოვებინეს, სამცხეს კი უბრალოდ "გაუმართლა" - საქართველოს მთავრობამ შესძლო ინგლისი დაერწმუნებინა, რომ ეს რეგიონი აჭარასთან ერთად განეხილა თურქეთზე ზეწოლისას.
გაგრის დესანტის მონუმენტი:

18 მარტს, როგორც თემის დასაწყისში აღვნიშნეთ, ათწლეულების მანძილზე ”თეთრი” რუსების მცირერიცხოვანი კოლონიის ანტიბოლშევიკური მსვლელობა იმართებოდა (ე.წ. ”რუსული შაჰსე-ვაჰსეი”):

სამხედრო აღლუმები და ა.შ. სხვა თარირებთან დაკავშირებით იმართება, ამ 18-19 მარტს კი მხოლოდ ”სახალხო” მსვლელობები ეწყობა რომლებიც პატრიოტული გრძნობების სპონტანური გამოხატულების საშუალებად იქცა. ვინ რას არ მოიფიქრებს ხოლმე - ზოგიერთი პერსონაჟი საკმაოდ უჩვეულოდ გამოიყურება:
